ამბები

ბურჯანაძე: „პუტინი არ არის საქართველოს მტერი“

by | Sep 1, 2016

nino_burjanadze„პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არიან და არც არავის მეგობრები,“ – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეი ნინო ბურჯანაძე, რომლის საარჩევნო დაპირებაა, კონსტიტუციაში შევიდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანება აიკრძალება, რაც საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებაზე უარის თქმას გულისხმობს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობებზე სამშაბათს, 30 აგვისტოს გადაცემა „არჩევანში“ საკუთარი პარტიის პრეზენტაციისას ისაუბრა.

ბურჯანაძის განცხადებით, პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს ამოცანაა, პუტინი არ იყოს იძულებული, რომ საქართველოს მოექცეს როგორც მტერს. „ჩვენი ამოცანაა, რომ მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავიქციოთ.”

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს სწორი განმარტება არ არის.

„არ დავუძახებ ოკუპანტს, მიუხედავდ იმისა, რომ კი, ბატონო, არის. თუ ეს თქვენ რამეს მოგცემთ რუსეთთან მოლაპარაკებაში, კი ბატონო, ვთქვათ, მაგრამ ეს არის არასწორი განმარტება და ტერმინი, როცა მოლაპარაკება გინდა ქვეყანასთან… ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც რუსეთის ჯარის გაყვანაზე ვლაპარაკობთ, დანარჩენები ლაპარაკობენ სხვა სახელმწიფოების ჯარების შემოყვანაზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ და მისი პარტიის იმ ინიციატივაზე ისაუბრა, რაც კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩანაწერს გულისხმობს.

„ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, ნებისმიერ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე. უბლოკო სტატუსი საქართველოს მთლიანი ტერიტორიის ნებისმიერი სამხედრო ჯარის არსებობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის ჯარის,“ – აღნიშნა ბურჯანაძემ, რომელიც ამომრჩეველს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს, რუსული ბაზრის სრულყოფილად გახსნასა და მასთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას ჰპირდება.

მან ეთერში 2008 წლის ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილი მოსალოდნელ ომზე პირადად გააფრთხილა, თუმცა სააკაშვილმა ამას ყური არ უგდო.

თქვა ისიც, რომ  2008 წელს აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე ის მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის თხოვნის შემდეგ თბილისში საკუთარ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.

“მე ჯერ ვაშაძემ, შემდეგ სააკაშვილმა დამირეკა თხოვნით შევხვედროდი კარასინს. მე ის სახლში მივიღე. ის ჩამოსული იყო, რომ ოსეთში ვითარება იძაბება და მოსალოდნელია ომი. მან მაშინ თქვა, რომ საქართველოსთვის ეს იქნება დამანგრეველი იქნება და დაანგრევს რუსულ-ქართულ ურთიერთობებსო. კარასინის წასვლის შემდეგ მე გავაფრთხილე მთავრობა, რომ თუ ომს დავიწყებდით, ეს დამანგრეველი იქნებოდა ჩვენთვის. პუტინმა სააკაშვილი პირადად გააფრთხილა. ამ სატელეფონო საუბარს მეც ვესწრებოდი. სააკაშვილმა ამაზე პასუხი უნდა აგოს და სააკაშვილი აგებს პასუხს. მე გავამთლიანებ საქართველოს,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930