paata_burchuladzeზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზესახელმწიფო ხალხისთვისარის ერთერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას,“- ამის შესახებპაატა ბურჭულაძესახელმწიფო ხალხისთვისლიდერმა სასტუმრორედისონშიორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარტიის წევრების მიმართ წნეხსა და თვალთვალზე საუბრის გარდა პაატა  ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. მან ექსპრეიერს მატყუარა უწოდა და უსაფუძვლო პირადი შეურაცხყოფისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოითხოვა: „ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა“.

ბურჭულაძის განცხადებით, მწარე და დაუყოვნებლივ შესაცვლელი რეალობაა, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს და მთელი საზოგადოება მოატყუოს.

„მან დამაბრალა, თითქოს თანადგომა მთხოვა და სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა! სხვა ყოველი წინადადება, რაც ჩემ შესახებ ბრძანა იყო, ასევე სიცრუე! და აქ მთავარია არა ის, რომ ივანიშვილმა იცრუა ჩემ შესახებ, არამედ ის, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი. და ეს კაცი დღეს ჩვენ გვინიშნავს და გვიხსნის მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრებს,“- აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, მას შემეძლო რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში ფუფუნებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ მისთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი აუდიტორია იყო და არის ქართველი ხალხი და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არასდროს უფიქრია და პირობა დადო, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

პაატა ბურჭულაძემ დიპლომატებთან და არასამთავრობოებთან ისაუბრა იმაზე, რომ აქტიურად ხდება მის პირად ცხოვრებაში ჩარევა, სუს-ის მიერ  სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება; ასევე ხდება ზეწოლა ყველა იმ ადამიანზე, ვინც გადაწყვეტს რომ მის კოალიციასთან ითანამშრომლოს. მან დღეს ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა აუდიტის სამსახურიც იმის გამო, რომ პარტიის 4 შემომწირველი უკანონო შემოწირულებების ბრალდებით 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. ბურჭულაძის თქმით, ეს კეთდება იმისათვის, რომ პარტიას ფინანსურად რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეექმნას.

მისივე თქმით, პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები – დაშინებები მოსმენები თვალთვალი და მისი მიმართ აგორებული არაერთი ცილისწამება „ყოველგვარ ზღვარს სცდება“. ის სწორედ დაშინებებს და წნეხს უკავშირებს მისი პარტიიდან წევრების წასვლას. ბურჭულაძე სწორედ დაშინებებს უკავშირებს ახალგაზრდული მოძრაობის ერთი ნაწილის მიერ  პარტიის დატოვებას.  „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის ნაწილმა პარტიიდან წასვლაზე საგანგებო განცხადება ორშაბათს 12 საათზე გააკეთეს.

„უზნეობაა, როდესაც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მიზნით შეეცდები ზიანი მიაყენო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საამაყო საქმეს საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“, რომელმაც პირდაპირი გაგებით არაერთი ბავშვისა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა. დაამკვიდრა ქველმოქმედების კულტურა, მსოფლიოს ლეგენდარული მუსიკოსები უანგაროდ ჩამოიყვანა, გააცნო მათ საქართველო და არაერთხელ გაიტანა საზღვარგარეთ ქართული კულტურა.

უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში და იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების ტირაჟირებას. ჩვენ, მრავალი წელია ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მთელი ქვეყანა აქციოს ორღობედ, სადაც ვინ როგორ ჭორს მოყვება, ეს იქნება მთავარი. უზნეობაა და უკანონობაა, სხვა ადამიანის პირადი წერილების კითხვა და პირადი საუბრების მოსმენა და შემდეგ საჯარო სივრცეში გამოქვეყნება. მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც ამ ბინძური მეთოდით ცდილობს სხვისი ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

საგულისხმოა ის, რომ პარტია „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მხრიდან პარტიის დამფინანსებლებსა და წევრებზე მუქარის შესახებ დიდი ხანია საუბრობს. სწორედ ფინანსური პრობლემების შექმნა და უფულობის გამო პარტიის წევრების მასობრივად წასვლა იყო უმთავრესი მიზეზი იმის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ სამ პარტიასთან – გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“ და „ახალი მემარჯვენეები – ერთიანი ბლოკი შექმნა 18 აგვისტოს. თუმცა პარტიის დატოვება წევრების მიერ ისევ გაგრძელდა და ახლა უკვე მიზეზად ყოფილ „ნაციონალებთან“ მიუღებელი კავშირი სახელდება. ბოლო დროს ბლოკი დატოვეს პარტიის ცნობილმა სახეებმა: მერაბ მეტრეველმა, ხათუნა ლაგაზიძემ და გიორგი რუხაძემაც.