ამბები

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას „ოცნების“ გარდა ყველა პარტია აპირებს

by | Oct 7, 2016

DSC_0184_local_election_2014_Croppedბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას საარჩევნო პროგრამებში თითქმის ყველა პარტია დებს და მეტ-ნაკლებადაც  მიმოიხილავს კიდეც – სახელისუფლებო პარტიის გარდა. მათ პროგრამაში ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირება ლოზუნგის დონეზე კი ჟღერს, მაგრამ არ არის მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რითიც ამას აპირებენ. თუმცა, კონკრეტულ, ამომწურავ ფაქტებს, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი პარტია არ გვთავაზობს.

ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა. გადასახადების შემცირების პარალელურად პარტია ბიუროკრატიისა და ხარჯების შეკვეცასაც გეგმავს – 2017 წელსვე  სულ მცირე 1 მილიარდი ლარით. თუმცა, კონკრეტიკა არაა. მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ „სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე“ და რომ „ეს ნაბიჯები უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას და არ ატარებს „პიარულ”, კამპანიურ ხასიათს და არ არის ამაოდ ნაცადი (ან უბრალოდ დეკლარირებული) ე. წ. ,,ქამრების შემოჭერა“.

პარტია  „თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამაში ამ საკითხს ცალკე ქვეთავი აქვს მიძღვნილი. დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების 30%-ზე მეტი სახელმწიფო ბიუროკრატიაზე იხარჯება. მათ კი  მიაჩნიათ, რომ 4 წლიან პერსპექტივაში, ბიუროკრატიის ხარჯები  არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების 25%-ს.  ხოლო შემდგომ წლებში უნდა განხორციელდეს მისი ეტაპობრივი შემცირება 20%-მდე.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება 200 მლნ-ით პირველ წელსვე, ხოლო შემდგომი 3 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება დაამატებით 300 მლნ.-ით. დაზოგილი თანხები მთლიანად მოხმარდება ინფრასტრუქტურასა და განათლებაში ინვესტირებას “ – ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო დოკუმენტში.

პარტია, რომელსაც ეს თემა ყველაზე ფართოდ აქვს გაშლილი, „ეროვნული ფორუმია“. სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირება და დეცენტრალიზაციის ღონისძიებების ქვეთავში საუბარი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციასა და არაეფექტური ხარჯების შემცირებზეა. ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატის შენახვაზე გაწეული ხარჯების მოცულობა.

ამ მიზნით კი მომდევნო 4 წელიწადში უარი უნდა ითქვას სახელმწიფო მოხელეებისთვის ახალი ავტომობილების შეძენაზე. უკიდურესი საჭიროებისას, ახალი ავტომობილები შეძენილი უნდა იქნას მხოლოდ არსებული ავტომობილების გაყიდვის გზით; უარი უნდა ითქვას სახელმწიფო მოხელეებისათვის პერსონალური ავტომობილებით მომსახურების საბჭოურ პრაქტიკაზე, როდესაც გარდა უმაღლესი თანამდებობის პირებისა, პერსონალური ავტომობილები ემსახურება საჯარო მოხელეების დიდ ნაწილს და გადავიდეთ ევროპულ პრაქტიკაზემომსახურება საჭიროების მიხედვითმორიგე ავტომობილებით.

„ფორუმის“ აზრით, საქართველოს მთავრობამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც შეეფერება ღარიბ ქვეყნის მთავრობას. კერძოდ: უნდა აიკრძალოს სახელმწიფო მოხელეებისათვის ძვირადღირებული ავეჯის, მობილური ტელეფონების და .. შეძენა; მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სახელმწიფო დაწესებულებათა რემონტის ხარჯები, მოხდეს საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტირება; სრულად დაინერგოსელექტრონული მთავრობისსისტემა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საკანცელარიო და კომუნალურ დანახარჯებს, და ..

ლეიბორისტულ პარტიას საარჩევნო პროგრამა კლასიკური ფორმით არ გამოუქვეყნებია, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამ თემას პარტია გაკვრით ახსენებს, თუმცა დეტალურ ინფორმაციას მათი გემების შესახებ არ იძლევიან.

ისინი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას პენსიების გაზრდის კონტექსში ეხებიან და ამბობენ, რომ  მათ მიერ დაპირებული პენსიების საგრძნობი გაზრდა და ზოგადად, საარჩევნო პროგრამის შესრულება „აბსოლუტურად რეალისტური და პირველ თვეშივე განხორციელებადია პრემიებისა და კერძო თვითმფრინავების ხარჯზე“.

კლასიკური საარჩევნო პროგრამა არც პატრიოტთა ალიანსს აქვს, თუმცა  საგაზეთო ინტერვიუებში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ირიბად ისინიც ეხებიან. მათი ხედვით, ხალხმა მთავრობის საქმიანობა და ქვეყნის ბიუჯეტი უნდა გააკონტროლოს. ანუ, ყველა სამინისტრო თუ უწყება ფართო საზოგადოებას ყოველწლიურად უნდა აცნობდეს თუ რა ამოცანების გადაწყვეტას აპირებს იგი მომავალ წელს და ეს საერთო-სახალხო განსჯის საგანი უნდა გახდეს.

ამ საერთო განხილვისას კი, მათი აზრით, ყველა გადასაწყვეტი ამოცანა პრიორიტეტის მიხედვით უნდა დალაგდეს და მთავრობისა და ხალხის ერთიან სამოქმედო გეგმად იქცეს. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის წლიური ბიუჯეტის ფორმირებასა და ხარჯვაზე ზედამხედველობას ხალხი განახორციელებს.

უცნობია როგორ წამოუდგენია  პარტიას ამ ყველაფრის განხორციელება.  ვინ გადაწყვეტს იმას თუ რომელი ამოცანაა პრიორიტეტული და რომელინაკლებად. ასევე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩაერთოს ამაში ხალხი.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031