ამბები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება

by | Jun 14, 2016
Baku

(trend.az)

საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც „რკინის აბრეშუმის გზის“ სახელითაც არის ცნობილი და რომლის პროექტსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2007 წელს მოაწერეს ხელი, უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზეირბაიჯანის რკინიგზის უფროსის ჯავიდ გურბანოვის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

შ.პ.ს. „მარაბდა-კარწახის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი, რომელიც ამ რკინიგზის პროექტს ახორციელებს, DFWatch-ს  უთხრეს, რომ რკინიგზის ქართული მონაკვეთი ექსპლუატაციისთვის მზად  2016 წლის ბოლოს იქნება.

მათივე ცნობით, პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის იანვარში უკვე გაირა. ასევე 2015 წლის დეკემბერში გაიარა პირველმა ორგანიზებულმა საცდელმა სატვირთო მატარებელმაც.

როგორც გურბანოვი trend.az-სთან ინტერვიუში ამბობს, მთლიანად სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. მისივე ცნობით,  მშენებლობა საქართველოში უკვე დასრულდა. თურქეთში კი  სამუშაოების  დაახლოებით 20%-ია დარჩენილი. გურბანოვის თქმით, ამ მაგისტრალით 2016 წლის ბოლოდან უკვე ტვირთის გადაზიდვაც იქნება შესაძლებელი.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი პროექტის საქართველოს მონაკვეთი მთლიანობაში მოიცავს: 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს, 8 წევის ქვესადგურს, 4 თოვლდამცავ გალერეას და საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბს.

მონაკვეთის მნიშვნელოვანი ობიექტია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომლის საერთო ფართობიც 3000 კვადრატული მეტრია და სადაც გათვალისწინებულია სამგზავრო ვაგზალი, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის პუნქტები, სამანევრო რაიონები, სატვირთო რაიონები, მათ შორის მშრალი პორტი.

შ.პ.ს. “მარაბდა-კარწახის“ რკინიგზაში DFWatch-ს უთხრეს, რომ ვაგზლის მშენებლობა, რომლის  არქიტექტორი გერმანელი იურგენ მეიერია, უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე  მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, მნიშვნელოვანი ობიექტია საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი, რომლის მშენებლობაც დასრულების ფაზაშია. კერძოდ, გვირაბის გაყვანა უკვე დასრულდა და ახლა  მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. გვირაბის საერთო სიგრძე 4400 მეტრია – აქედან 1840 მეტრი საქართველოს ტერიტორიაზე.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება, თავად შ.პ.ს “მარაბდა-კარწახის” ვიდეოთია შესაძლებელი.

პროექტის მიხედვით,  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 825 კილომეტრია.  საქართველოს ტერიტორიაზე კი აქედან – 240 კილომეტრი გაივლის.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930