tbilisi_yellow_minibusთბილისის მერიის ინფორმაციით,  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო და ავტობუსები) მგზავრებს დედაქალაქში უფასოდ მოემსახურება.

ამასთან,  გახანგრძლივდება მეტროს მუშაობაც შაბათს ღამის 12 საათიდან კვირას  დილის 4 საათამდე. ამ პერიოდში მგზავრობაც უფასოა.

მერიის ცნობითვე, თბილისის სასაფლაოები მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს.

მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე ავტობუსები მეტრო დიდუბიდან გავა; კუკია-მახათასკენ – სადგურისა და მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს სასაფლაოზე – მეტრო დელისიდან; თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო სარაჯიშვილიდან;  ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩაზე 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება და იქიდან იმოძრავებს; ვარკეთილის სასაფლაოებისკენ კი მეტრო ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 1 და 2 მაისს დილის 8-იდან საღამოს 8 საათამდე ივლის.