ამბები

აფხაზებს მონტენეგროში გამოფენა დაუხურეს. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველო ‘ბერლინის კედელს’ უშენებს

by | Apr 26, 2016

exhibitფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა  სამინისტრო  აცხადებს, რომ საქართველო მათირესპუბლიკისსაერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ცდილობს და თბილისის ამანტიაფხაზურ ქმედებასსაგანგებო  განცხადებით, კატეგორიულად გმობს. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ საქართველოს ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება და ჟენევაში მარტში მიღებული გადაწყვეტილება  გალში აფხაზურ-ქართული შეხვედრები აღდგენაზე, შეიძლება ჩაიშალოს.

აფხაზების განრისხება უკავშირდება 21-23 აპრილს მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართულ საერთაშორისო ტურისტული გამოფენას, სადაც მონაწილეობას აფხაზებიც იღებდნენ და რომლის დროსაც ადგილობრივმა პოლიციამ მათი სავაჭრო სტენდი დახურა.

როგორც დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება აცხადებს, საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან კატეგორიული მოთხოვნის გამო მონტენეგროს პოლიციამ ადრე მიღწეული შეთანხმებების დარღვევით აფხაზეთის „რესპუბლიკის“ სავაჭრო პალატის სტენდი გამოფენის მეორე დღეს დახურა, თანაც უხეში ფორმით.

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოს ამგვარ ქმედებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ისახავს მიზნად. საქართველო ცდილობს ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით ხელი შეუშალოს აფხაზეთის ძალისხმევას გარე სამყაროსთან კონტაქტების დამყარებაზე. საგონებელში გვაგდებს მონტენეგროს ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც გამოფენაზე აფხაზეთის სავაჭრო პალატის მონაწილეობის ნებართვა გასცა, (შემდეგ კი) აფხაზეთის დელეგაციას უხეში ფორმით მოსთხოვა, დაეტოვებინა საგამოფენო ცენტრი. იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეხატა აფხაზეთის ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნისა და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაში, მონტენეგროს რესპუბლიკამ, რომელმაც აღიარება თავად 10 წლის წინ მიიღო, ხელი შეუწყო საქართველოს ანტიაფხაზურ ქმედებებში, რომელიც აფხაზეთის იზოლაციისკენ არის მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ფაქტის გამო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება განიხილავს სამართლებრივ შესაძლებლობას იმაზე, თუ როგორ შეუძლია მონტენეგროს მხრიდან არამეგობრულ ქმედებებს გასცეს პასუხი.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ „საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, უნდა ესმოდეს, რომ 21-ე საუკუნეში აფხაზეთის ირგვლივ ბერლინის კედლის აშენება არ გამოუვა“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება მოუწოდებს თბილისს, შეწყვიტოს „ანტიაფხაზური საქმიანობა“ და ფოკუსირება მოახდინოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების გზებზე. განცხადება კი იმით სრულდება, რომ “საქართველოს პროვოკაციული ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩება და არ შეიძლება ამან გავლენა არ მოახდინოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების პროცესის აღდგენაზე“.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031