ამბები

ატენში სტალინის ბიუსტი ჯერ შეღებეს, შემდეგ კი მოხსნეს

by | May 11, 2016

Stalinგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ორშაბათს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით დადგმული სტალინის ბიუსტი, რომელსაც გვიან ღამით საღებავი გადაასხეს, გორის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურმა დემონტაჟი ჩაუტარა.

საბჭოთა ბელადის ბიუსტი სოფელ ატენის  შემაღლებულ, გამოსაჩენ ადგილზე სოფლის ორმა მცხოვრებმა დადგა. როგორც აბობენ, ბიუსტი მათ თბილისში „სტალინზე შეყვარებულმა“ პირმა აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოში კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკების აღმოფხვრის მიზნით, „თავისუფლების ქარტიასა“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები  ამოქმედდა.

კერძოდ, კანონის თანახმად, შსს–ში შექმნილი სპეციალური კომისია უფლებამოსილია ამა თუ იმ საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის შესახებ ბრძანება გასცეს. ბრძანების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი თვითმმართველი ორგანო ჯერ გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 1000 ლარით დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ  ეს კანონი  კერძო პირებს არ ეხება.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

October 2016
M T W T F S S
« Sep    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31