ამერიკის კონგრესის ქვედა პალატა სამშაბათს კენჭს უყრის, და დიდი ალბათობით მიიღებს, კანონპროექტს, რომელიც რუსეთისთვის და ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„ირანისა და რუსეთის მთავრობების აგრესიის საწინააღმდეგო კანონპროექტი“ (ოფიციალური დასახელება) კონგრესის ოფიციალურ ვერბსაიტზე შაბათს გამოქვეყნდა.

კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა, ამ კანონპროექტს კენჭი 14 ივლისს უყარა და მიიღო იგი (მას 100 სენატორიდან მხარი 98-მა დაუჭირა), მაგრამ პროცედურული საკითხების გამო საჭირო გახდა მისი გადამისამართება ქვედა პალატაში, წარმომადგენელთა საბჭოში (House of Representatives), რომელსაც მოკლედ „კონგრესად“ მოიხსენიებენ.

კერძოდ სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ და საბანკო სფეროებს შეეხება. უფრო კონკრეტულად კი ისინი ამერიკულ კომპანიებს რუსეთის ეკონომიკის ამ სფეროებში გრძელვადიან ინვესტირებას უკრძალავს.