ამბები

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი მთავრობიდან მიდიან, აგულაშვილი – პარტიას ტოვებს და მინისტრად რჩება

by | Jul 12, 2016

Usupპარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღო მათი შეთავაზება, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში არჩევნებამდე დარჩენილიყვნენ.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და  სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს რამდენიმე დღეში დატოვებენ და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთვებიან.

თუმცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი  რესპუბლიკურ პარტიას გამოეყო და თანამდებობაზე რჩება.

„ჩვენ ბოლომდე გავაგრძელეთ ჩვენი მოვალეობების შესრულება, მათ შორის მთავრობაშიც. ამასთან,  „ქართულ ოცნებიდან“ ჩვენს პარტნიორებს შევთავაზეთ, რომ მზად ვიყავით, მთავრობის „რესპუბლიკელი“ წევრები თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდე დარჩენილიყვნენ. ჩვენ კი საარჩევნო კამპანიას  მათ გარეშე ვაწარმოებდით.

თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ სხვანაირად გადაწყვიტა, მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნოდ მიუღებელია. აქედან გამომდინარე,  ხიდაშელი და ზაქარეიშვილი რამდენიმე დღეში დაასრულებენ თავიანთ საქმიანობას და  მინისტრის პოსტებს დატოვებენ.  აგულაშვილი კი გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას და რჩება მთავრობაში, თანამდებობაზე,“ – აღნიშნა უსუფაშვილმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც პარტიამ გამოაცხადა, რომ საარჩევნო  კამპანია ოფიციალურად დაიწყო სახელით „უსუფაშვილი -რესპუბლიკელები“.

 

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930