ამბები

ცხინვალის რეჟიმი თბილისისგან 11-ე საუკუნის ხატის დაბრუნებას ითხოვს

by | Jun 22, 2018

ოქონის ხატი ამჟამად თბილისიs ეროვნულ მუზეუმში ინახება. (cominf.org)

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევაში 19-20 ივნისს გამართულ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე კიდევ ერთხელ დააყენეს უნიკალური ოქონის ხატის დაბრუნების საკითხი. ხატი ამჟამად თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ინახება. 

გარდა ამისა ოსებმა განაცხადეს, რომ ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების შენარჩუნების საფრთხე ექმნება “აღმოსავლეთ ოსეთში”, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.

„ყურადღება გამახვილდა იმ საფრთხეებზე, რის წინაშეცაა ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლები საქართველოს კონტროლირებად, აღმოსავლეთ ოსეთის ტერიტორიებზე. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს კვლავ მოუწოდეს, დაუშვან ექსპერტები ოსური ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის გამოსაკვლევად და შესაფასებლად”, – აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისათვის, 2002 წელს რადიო თავისუფლება წერდა, რომ 2001 წლის დასაწყისში კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ გასაყიდად წარადგინა სპილოს ძვლის ხატი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხატი 11-ე საუკუნის იყო და 1991 წელს ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა,  ჟენევაში კი 2001 წელს აღმოჩნდა.

2004 წელს ეს ხატი შვეიცარიამ საქართველოს გადასცა. ის 1,6  მილიონ ევროდაა შეფასებული.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2018
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031