ამბები

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ფინალი – 4 წლიანი პატიმრობა კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს

by | Mar 31, 2017

რუსუდან კერვალიშვილი პატიმრობაში სასამართლო დარბაზშივე აიყვანეს.

4-4  წლიანი პატიმრობა რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს – ასე დასრულდა რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლებსა და დაზარალებულებს შორის. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პატომრობაშია მაია რჩეულიშვილის ვაჟი გუკა რჩეულიშვილიც.

მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, მითვისება, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – 11 მილიონ ლარზე მეტი. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის „ცენტრ-პოინტ ინვესტის“, „ცენტრ-პოინტ კრწანისის“, „ცენტრ-პოინტ სიტისა“ და შპს „მზიური ველის“ ეპიზოდებს ეხებოდა.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს.

„განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთ თვეში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

პროკურატურამ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთხელ შესთავაზა.  ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი 6 ათასივე დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.  პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნული პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზეც სთავაზობდნენ, თუმცა ბრალდებულებმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930