ამბები

შოტლანდიაში სეპარატისტული სიმბოლიკის შემცველ მემორიალს აიღებენ: საქართველოს ელჩი

by | Nov 10, 2017

მემორიალური ქვა შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში. (rferl.org)

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში 1992-93 წლების ომში დაღუპული სოხუმელების ხსოვნის მემორიალური ქვის დემონტაჟი მოხდება, რომელზეც „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დროშაა გამოსახული. ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩზე, თამარ ბერუჩაშვილზე დაყრდნობით სააგენტო ipn წერს.

ბერუჩაშვილის თქმით, ინფორმაცია ამ მემორიალის შესახებ სოციალურ ქსელებში გაჩნდა და როდესაც ერთი თვის წინ შოტლანდიაში ვიზიტით ჩავიდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პარლამენტარებთან შეხვედრისას სხვა თემებთან ერთად ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და დაპირებაც მიიღო, შოტლანდიის ხელისუფლება დაელაპარაკებოდა ადგილობრივ მთავრობას ქალაქ კილმარნოკში, განუმარტავდა სიტუაციას.

„მათ სრულად მიიღეს ინფორმაცია, გაიზიარეს ის მიდგომა, რაც ზოგადად აქვს ბრიტანულ სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ადგილობრივმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ამ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ,” – აცხადებს ბერუჩაშვილი.

ელჩის თქმით, აღნიშნული მემორიალი სავარაუდოდ, 1993-1996 წლებშია აღმართული. ზუსტ თარიღს ქალაქ კილმარნოკის ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ ასახელებენ, ვინაიდან ამ პერიოდში ადგილობრივი მმართველი საბჭოს წარმომადგენლები შეიცვალნენ.

აღსანიშნავია, რომ სოხუმი კილმარნოკის დაძმობილუბული ქალაქია – კილმარნოკში არის სოხუმის ქუჩა, სოხუმში კი – შოტლანდიის ქუჩა და ამ დაძმობილების შემდეგ 90-იან წლებში დაიდგა ეს მემორიალიც. სოხუმისა და კილმარნოკის დაძმობილებაზე ვიკიპედიაშიც არის აღნიშნული. აქ სოხუმი მოხსენიებულია, როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ქალაქი, თუმცა იქვე მითითებულია ქართული დროშა.

სეპარატისტულ აფხაზეთში შოტლანდიის დამოუკიდებლობას დიდად გულშემატკივრობენ, ისევე როგორც კატალონიისა და ბასკეთის ესპანეთისგან გამოყოფას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებას მათ მიმართ დამოკიდებულების შეცვლისკენ უბიძგებს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930