ამბები

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

by | Dec 21, 2016

police_car32 წლის კაცი, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 29 წლის ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაკაცმა მეუღლის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და სასიკვდილო დაზიანებები მიიყენა, რის გამოც ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე 10 დეკემბერს მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ბ-მ შელაპარაკებისას 29 წლის ქალი, ე.შ. საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა. კერძოდ, თავის არეში, სანადირო თოფიდან გასროლით თავი დაიჭრა. იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო. ცოლ-ქმარს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108- ე მუხლით დაიწყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, მეუღლესთან კონფლიქტის გამო, მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი იყო დამტკიცებული და მას 30 დღის განმავლობში მეუღლესთან მიკარება და სატელეფონო კავშირი ეკრძალებოდა. თუმცა მკვლელობაში ბრალდებული ორდერს არ დაემორჩილა.

ამასთანავე ირკვევა, რომ ნოემბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა 1-ელ დეკემბერს თელავის სასამართლომ 800-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წლის 10 თვის განმავლობაში 13 ქალია მოკლული ოჯახში ძალადობის პირობებში. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი, პოლიციამ 2 000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება.

მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის  28 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 16 მკვლელობა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. 2014 წელს გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის შემთხვევა იყო – 34.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930