ამბები

    ქუმსიშვილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა აბსოლუტურად ჯანსაღია

    by | Dec 14, 2016

    ქუმსი„ქვეყნის ეკონომიკა არის აბსოლუტურად ჯანსაღი და აუცილებლად განვითარდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    ორი დღეა პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ მხრიდან ლარის კურსზე და ეკონიმიკის სიჯანსაღეზე გაკეთებულ განცხადებების გამო ექსპერტების დიდ ნაწილში, ოპოზიციასა და საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება.

    საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის თქმით, სოციალური რისკების სახიფათო ზღვარზე ვართ და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ამ რისკებს ადეკვატური პასუხი გასცეს და თუ პრობლემას ვერ წყვეტს, პოზიტიური მოლოდინები მაინც  შექმნას, არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რაც ძალიან შემაწუხებელია.

    „გვესმის, რომ თურმე ამ ბიუჯეტს ტაძრამდე მივყავართ, რომ ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგადაა და ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, ეს არა თუ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს, არამედ პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამს.  მე უკვე ამ განცხადებებით ძალიან ვწუხდები. ორი დღეა ისეთი რიტორიკა მესმის, ამას კომენტარები არ სჭირდება. ამას ქვემოთ უნდა დავაწეროთ –  No comment. ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია და ამაზე რეაქცია აუცილებად იქნება,“- ამბობს DFWatch-თან საუბრისას ხუხაშვილი.

    მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და, უპირველესად, ფინანსთა მინისტრის განცხადებები ორი დღეა ძალიან მძიმე შთაბეჭდილებებს ტოვებს და თუ ხელისუფლებამ არაფერი მოიფიქრა და არ დაალაგა როგორც რიტორიკა, ისე გეგმები, იმისათვის, რომ საზოგადოებასთან რაღაც კომუნიკაცია ააგოს, გაზაფხულზე კრიზისი ჩამოყალიბდება და რეაქციაც იქნება.

    ცნობისათვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ  2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ.

    ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ სიხალურლისგან ახლაც “ტანში აჟრიალებს”, როცა იხსენებს, როგორ ამოიღო უშგულში სუვენირების გამყიდველმა ქალმა ფულის ბღუჯა ხურდის დასაბრუნებლად. ქუმსიშვილის მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის თქმით კი, ლარის გაუფასურება მოსახლეობამ არ უნდა დაიჯეროს და ყველაფერი კარგად იქნება.

    გია ხუხაშვილის განცხადებით, ვითარება ძალიან რთულია და საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, მოსახლეობას აღიზიანებს. მით უფრო, რომ დაანონსებული გადასახადების ზრდა ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.

    „ადამიანები მიეჩვივნენ არა რიტორიკით, არამედ მაცივრით მსჯელობას. თუ მაცივარში არაფერი არ არის, რამდენიც არ უნდა თქვას ფინანსთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ, რომ ყველაფერი კარგად არის და მათი მათი მაცივარი სავესეა, ეს ილუზორული კეთილდღეობა ძალიან ცინიკურია,“-  მიიჩნევს ხუხაშვილი.

    ის გაზისა და დენის ტარიფის ზრდას პროგნოზირებს. ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას სუბსიდირება მოუწევს ან სისტემის  სტაბილურობას შეექმნება საფრთხე და გრაფიკებისა და ავარიების რისკი გაიზრდება.

    მისი თქმით, ასევე აუცილებლად გაიზრდება ფასი პირველადი მოხმარების იაფ საგნებზე. რადგან საწვავის ფასი იზრდება, ეს ნიშნავს ტრანსპორტირების ფასი იზრდება და ბუნებრივია იაფიანი პროდუქტის ფასწარმოქმნაზე დაწოლა განსაკუთრებით მაღალი იქნება. ასევე გაძვირდება იმპორტული პროდუქცია.

    ხუხაშვილი ლარის გაუფასურების შემცირებას საახალწლოდ დროებით ელოდება, რადგან თვლის, რომ ამ დროს უცხოეთიდან გადმორიცხვები იმატებს და მოსახლეობა ინდაურისა და გოჭის საყიდლად ბოლო დანაზოგს დახარჯავს, საახალწლო სუფრის მილევის შემდეგ კი, 14 იანვრიდან  პრობლემები ისევ განახლდება.

    „ამ ერთ თვის განმავლობაში ხელისუფლებას გარკვეულ შვებას ჩვენ მიერ ნაყიდი ინდაური მისცემს,  რაშიც ჩვენ ბოლო კაპიკებს გადავიხდით და რაც ლარის სტაბილიზაციის ერთადერთი გარანტი გახდება. შესაბამისად კვირიკაშვილს ინიციატივით მივმართავდი, რომ 14 იანვარს, ძველით ახალ წელს, კანცელარიის წინ ინდაური შეიწყალოს ეს იქნება მადლიერების დღე ქართულად. იმიტომ რომ ამ პერიოდში ლარის გადამრჩენელი მხოლოდ ინდაური თუ იქნება,“- დასძენს ხუხაშვილი.

     



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    June 2017
    M T W T F S S
    « Apr    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930