ამბები

ქორწინების განსაზღვრებაზე საერთო-სახალხო განხილვა იწყება

by | Mar 25, 2016

parliament_voteპარლამენტის სპეციალურმა კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებზე რეგიონებში საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა პარასკევს კახეთის რეგიონში, თელავში გაიმართა, სადაც კომისია მოსახლეობის მოსაზრებებს ისმენს.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი მთავრობაა. პროექტის მიხედვით, კონსტიუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, რომელიც ქორწინებას ეხება, შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: „ქორწინება, ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.“

ამჟამად კონსტიტუციის 36-ე  მუხლში არსებულ ჩანაწერში აღნიშნულია, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას“.

პარლამენტში კანონპროექტი 15 მარტს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ 80  დეპუტატების ხელმოწერით შევიდა. 18 მარტს კი ოჯახთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის მიზნით კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

საკონსტიტიციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ მმართველი კოალიციის წევრი  „რესპუბლიკელები”, თუმცა ფრაქციის  ორი დეპუტატი, ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი, პროექტს  ხელს აწერს.

კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, 18 მარტს, საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნა და ეს პროცესი პარასკევს თელავიდან დაიწყო.

შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია:  რუსთავში (28 მარტი), ზუგდიდში (31 მარტი), ბათუმში (2 აპრილი), ოზურგეთში (2 აპრილი), ახალციხეში (5 აპრილი), თბილისში (6 აპრილი), გორში (6 აპრილი), ყაზბეგში (7 აპრილი), მესტიაში (8-9 აპრილი), ამბროლაურში (14 აპრილი) და ქუთაისში (15 აპრილი).

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031