ამბები

უკრაინელებმა დააკავეს გემი, რომელსაც აფხაზური კონტრაბანდა გადაჰქონდა

by | Jan 5, 2018

ახალი წლის ღამეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის სანაპიროსთან ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს გემი, რომელსაც ბულგარეთში კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა.

უკრაინული მედიის ცნობით, მესაზღვრეებმა შენიშნეს გემი ტანზანიის დროშით, რომელიც აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ქალაქ ოჩამჩირიდან ბულგარეთის საზღვაო ქალაქ ვარნაში მიცურავდა.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ აღნიშნული გემი შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას ახორციელებდა და მის დასაკავებლად სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა გააგზავნა სარაკეტო კატარღა Прилуки.

გემი მიმალვას ცდილობდა და მის შესაკავებლად გამაფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გემზე 1740 ყუთი სიგარეტი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ტვირთს დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები ახლდა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას, ტვირთი უსაბუთოდ, ანუ კონტრაბანდულად ჩაითვალა. გემი ოდესის პორტში ჰყავთ დაკავებული.

ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება, რომელსაც თან ვიდეოჩანაწერიც ახლავს.

ფოტო: dpsu.gov.ua



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

April 2018
M T W T F S S
« Mar    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30