ამბები, უმცირესობები

ტრანსსექსუალებმა გორში დებატებში მონაწილეობის მოთხოვნოთ მცირე აქცია გამართეს

by | May 5, 2014
transsexuals_demonstrated_in_gori

“თრიალეთთან” შეკრებილი აქციის მონაწილე ტრანსსექსუალები.

ტრანსსექსუალებმა შაბათს გორის ტელეკომპანია “თრიალეთის” წინ აქცია გამართეს და გააპროტესტეს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის სატელევიზიო განხილვაში ისინი არ ჩართეს.

ტრანსსექსუალებს ტელეკომპანიასთან ადგილობრივები დაუპირისპირდნენ და “იუდა” და “ქრისტიანობის მოღალატეები” უწოდეს.

ადგილზე მოსულმა პოლიციამ დაპირისპირების გამწვავების თავიდან აცილება და სიტუაციის დარეგულირება შეძლო.

ტრანსსექსუალებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიასთან ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მხარდასაჭერად მოვიდნენ, რომელიც პარლამენტმა გასულ პარასკევს მიიღო და კრძალავს ყველა სახის, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის გამო, ადამიანთა დისკრიმინაციას.

აღსანიშნავია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

ტელეკომპანია “თრიალეთმა” დებატებში მონაწილეობის მისაღებად ეთერში ანტიდისკრიმინაციული კანონის მომხრეები და მოწინააღმდეგეები მიიწვია.

გადაცემის წამყვანმა გვანცა დოლუაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტრანსსექსუალებმა მას გადაცემაზე დასწრება სთხოვეს, გადაცემის ფორმატი ყველა სტუმართან, მათ შორის უმცირესობათა მხარის წარმომადგენლებთან უკვე შეთანხმებული იყო, ამიტომ მათ დაპირდა, რომ მათ შემდეგ ჯერზე დაუთმობდა ეთერს.

ტელეკომპანიის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ “თრიალეთმა” ტრანსსექსუალებს გადაცემის მესამე ნაწილში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. ლგბტ თემის წარმომადგენელთა თქმით, მათ უკვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ამ აქციით, თუმცა შემდეგში სიამოვნებით უპასუხებდნენ გადაცემებში დასმულ კითხვებს.

ტრანსსექსუალებს სურდათ პროტესტი გამოეხატათ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიმართაც, რომელიც სექუალური უმცირესობების უფლებებს იცავს, თუმცა აქციის მონაწილეების მტკიცებით, მხოლოდ გრანტს იღებს და რეალურად არ ეხმარება ლგბტ თემს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „იდენტობის“ მიერ იყო ორგანიზებული მცირე აქცია 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომლის მონაწილეებსაც ათასობით რადიკალურად განწყობილი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები, დაესხა თავს.

როგორც ცნობილია, „იდენტობამ“ წელს განაცხადა, რომ 17 მაისს არავითარ აქციას არ გეგმავს, რათა ერთხელ უკვე მომხდარი აღარ განმეორდეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

October 2017
M T W T F S S
« Sep    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031