ამბები

“სოხუმში არ სურთ, ქართველებსაც იგივე უფლებები ჰქონდეთ, რითაც თავად აქვთ”- გალელებს მორიგ ბიუროკრატიულ ბარიერს უქმნიან

by | Jul 9, 2018

(Newscaucasus.com)

ე.წ. აფხაზური პასპორტები, რომლითან გალის ქართველი მოსახლეობა სარგებლობს, მიმდინარე წლის ბოლოდან უქმდება. როგორც DFWatch-სთან საუბარში გალის ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, აფხაზები ანალოგიური დიზაინის პასპორტებს გასცემენ, თუმცა მისი მოპოვება გალის ქართველი მოსახლეობისთვის თითქმის შეულებელია.

„ჩვენი პასპორტები 2008 წლის შემდეგ გაიცა და მალევე შეწყდა კიდეც მისი გაცემა. ვინც აღება მოვასწარით, დღემდე ვსარგებლობთ, წლის ბოლოდან კი ძალას დაკარგავს. ახალი პასპორტებისგან ძველი გვერდების რაოდენობით განსხვავდება, სხვა განმასხვავებელი არაფერია, თუმცა აღება ბევრად რთულია. აფხაზები ითხოვენ ისეთ საბუთებს, რომლის წარდგენაც ფიზიკურად შეუძლებელია, მაგალითად, ცნობა იმის შესახებ, რომ 1992-1993 წლებში აქ ცხოვრობდი. ეს ხომ ფიზიკურად შეულებელია ადგილობრივმა ქართველმა წარმოადგინოს, რადგან ომის პერიოდში აქედან ყველა გახიზნული იყო“, – უთხრა DFWatch-ს სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრმა ბ.კ.-მ.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ პასპორტის აღების პროცესში გართულებები ხელოვნურადაა შექმნილი, რათა ეთნიკურად ქართველმა მოსახლეობამ მისი აღება ვერ შეძლოს და ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვას“ დასჯერდეს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ „საზღვრის“ გადაკვეთის უფლებას აძლევს.

„ალბათ გახსოვთ, აფხაზების პროტესტი, როცა პასპორტების გაცემა ქართველებზეც დაიწყო. სწორედ ამ პროტესტის დროს შეწყდა ეს პროცესი. ჩაბარებული საბუთები ჰაერში დარჩა ხალხს, ფული კი გადაყრილი. სოხუმში არ სურთ, ქართველებსაც იგივე უფლებები ჰქონდეთ, რითაც თავად აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამიტომაც გააპროტესტეს თავის დროზე ეს ფაქტი. ახლა კი ფორმალურად თითქოს ჩვენც გვაქვს საბუთების ჩაბარების უფლება, თუმცა პასპორტის აღება ილუზიაა. მგონი არც არავინ აპირებს ამ მხრივ ბედი სცადოს, რადგან ხალხს ურჩევნია ფული ისევ ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად დახარჯოს და „საზღვარზე“ მარტივად გადაადგილდეს“, – აღნიშნა DFWatch-თან საუბარში 60 წლის ბ.ჯ.-მ.

ადგილობრივები შიშობენ, რომ აფხაზები არც ბინადრობის უფლებაზე შეჩერდებიან და ფულის მახედ, კიდევ რაიმე სახის საბუთს მოიგონებენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვა“ ამ ეტაპზე ერთადერთი საბუთია, რომელიც გალის ქართველ მოსახლეობას ადგილზე ყოფნის და გადაადგილების უფლებას აძლევს. სხვა დანარჩენი, ჯერ კიდევ მოქმედი ე.წ. აფხაზური პასპორტი და ე.წ. „ფორმა 9“ თანდათან ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ცნობისთვის, ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვას“ აღებას მინიმუმ 500 ლარამდე ჯდება. თუ საბუთებში რაიმე სახის ხარვეზი აღმოჩნდა, ეს თანხა კიდევ უფრო იზრდება.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2018
M T W T F S S
« Aug    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930