ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველო რელიგიური უმცირესობებსაც დაფინანსებს

by | Mar 27, 2014
Chela_mosque

მეჩეთი ჭელაში (DF Watch.)

სახელმწიფო მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ ოთხ ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს. „არატრადიციული“ რელიგიები კი არ დაფინანსდებიან.

აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მართლმადიდბელი ეკლესია ფინანსდებოდა. ამის არგუმენტი კი ის იყო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და მართლმადიდებლობა არის ისტორიული ტრადიციული რელიგია. თუმცა, ამის გამო სხვა რელიგიების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ორშაბათს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ მიმართულებით მთავრობა ცვლილებებს გეგმავს.

“ბოლო პერიოდში მესმის, თითქოს ჩვენი მთავრობის დროს გახშირდა რელიგიურ ნიადაგზე შუღლი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს,“ – თქვა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამ მხრივ ვითარება არათუ გაუარესდა, არამედ გაუმჯობესდა.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა ყველა რელიგიას თანაბარი პატივისცემით ეპყრობა და გადაწყდა, რომ ბიუჯეტიდან ოთხ რელიგიურ ჯგუფს დააფინანსებს. ესენია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური და ებრაული თემები.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თითოეული რამდენით დაფინანსდება, მაგრამ თქვა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ოთხივე რელიგიის დაფინანსებისთვის თანაბრად გადანაწილდება.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა კი განაცხადა, რომ დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი (დაახ. 2.5 მილიონი აშშ დოლარი ) იქნება გამოყოფილი რელიგიური ჯგუფების დაფინანსებისთვის.

ოთხივე რელიგიას, რომლებიც ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან, საქართველოსთან ისტორიული კავშირი გააჩნიათ. სხვა პატარა რელიგიური დაჯგუფებები, რომლებიც მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც საქართველოში 1991 წელს დამოუკიდებლობა აღდგა, არ დაფინანსდებიან. ერთ-ერთი მათგანი არის იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმის ობიექტი ხშირად იყო.

ქართული კანონმდებლობა მთავრობას არც ერთი რელიგიის, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის, დაფინანსებას არ ავალდებულებს.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ორშაბათს განაცხადა, რომ რელიგიების დაფინანსების საკითხი ყველას ინტერესების გათვალისწინებით უნდა იქნას განხილული. მან თქვა, რომ ამ პროცესში ყველა რელიგიური ჯგუფების და ორგანიზაციების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართულნი.

“ჩვენი პოზიცია არის ის, რომ არავინ არ უნდა იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში,” განაცხადა მან და დასძინა, რომ უნდა შემუშავდეს ისეთი მოდელი, რომლითაც ყველას ინტერესი იქნება გათვალისწინებული.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930