ამბები

    საქართველო პოლიეთილენის პარკებთან ბრძოლას იწყებს

    by | Mar 30, 2017

    სექტემბრიდან საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს უერთდება, სადაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება შეზღუდული, ან საერთოდაც აკრძალულია.  შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. თავდაპირველად, პირველი სექტემბრიდან,  10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება აიკრძალება, ხოლო 2018 წლის  პირველი იანვრიდან – 15 მიკრონზე ნაკლები სისქის. უფრო სქელ ნაწარმზე კი კონკრეტული საფასურის დაწესება იგეგმება. შესაბამის საკანონმდებლო დოკუმენტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამ სიახლეს მწარმოებლებიც გაგებით შეხვდნენ.

    „რამდენიმე თვეს ვუტოვებთ, რომ ის მარაგი, რაც აქვთ, ამოიწურონ და შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდნენ… ის მეწარმეები, რომლებიც ამით არიან დაკავებული, ინფორმირებულები არიან, რომ ნელ-ნელა ამ რელსებზე უნდა გადაეწყონ,“ – განაცხადა სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა.

    თავად მწარმოებლებიც აცხადებენ, რომ შეზღუდვები  არც მოსახლეობას დააზარალებს და არც მათ ბიზნესს. დროთა განმავლობაში კი პოლიეთილენის პარკების სრულად ამოღება და მათი სხვადასხვა, უსაფრთხო საშუალებებით ჩანაცვლება იგეგმება, მათ შორის,  ქაღალდისა და მრავალჯერადი  ნაჭრის ჩანთებით, კალათებით და ა.შ.

    პოლიეთილენის პარკები უკვე მრავალ ქვეყანაშია აკრძალული, რადგან ისინი გარემოს განსაკუთრებულ ზიანს აყენებენ – გადაგდებული პარკის გადამუშავებას ბუნებაში 200-300 წელი სჭირდება. პოლიეთილენის გამო ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ცხოველი იღუპება. გამოსავალი არც დაწვაა, რადგან ამ დროს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები გამოიყოფა. ერთადერთი გზა მათი გამოყენების შეზღუდვაა.



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    November 2017
    M T W T F S S
    « Oct    
     12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930