ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველოს პრემიერი ერთსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვას ითხოვს

by | Mar 28, 2014
irakli_gharibashvili

ირაკლი ღარიბაშვილი. (ინტერპრესნიუსი.)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილია, ოჯახი განისაზღვროს როგორც ქალისა და კაცის ერთობა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მან ამ წინადადებით უკვე მიმართა საკონსტიტუციო კომისიას .

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განიხილება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა,“ განაცხადა ღარიბაშვილმა პარასკევს, მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის პარასკევის სხდომაზე განიხილებოდა ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომლის მიღებაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის.

„ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არის ნაწილი იმ რეფორმებისა, რომლებსაც ჩვენი მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით ატარებს. ეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია,“ განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიზების ლიბერალიზაცია არის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ელემენტი, რომელსაც საქართველომ და ევროკავშირმა ხელი არაუგვიანეს ივნისისა უნდა მოაწერონ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ნათლად ასახავს ქართველების ტრადიციას იყვნენ ლოიალურები, რამდენადაც სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ჯგუფები ქვეყანაში ერთმანეთის გვერდიგვერდ წლების მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.

„სახელმწიფოს ვალია, დაიცვას თითოეული მოქალაქე, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს იგი,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გამოთქვეს შეშფოთება იმის შესახებ, რომ ოჯახის განსაზღვრა როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა არის ლგბტ თემის დისკრიმინაცია და ერთსქესიანი ქორწინების ხანგრძლივი ვადით დაბლოკვა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ლატვიამ და ხორვატიამ მსგავსი ცვლილებები ევროკავშირში შესვლამდე განახორციელეს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია და ლგბტ თემის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი, რამდენადაც ჰომოსექსუალობას ტრადიციების ღალატად მიიჩნევენ.

გასული წლის 17 მაისს სასულიერო პირების თაოსნობით რამდენიმე ათასი ადამიანი თავს დაესხა მცირე ჯგუფს, რომლებმაც მდუმარე ფლეშ მობი მოაწყვეს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად.

ირაკლი ვაჭარაძემ, ამ ფლეშ მობის ორგანიზატორი ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „იდენტობას“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ წლევანდელ 17 მაისს ისინი არ აღნიშნავენ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031