News-ka-old, ამბები, უმცირესობები

საქართველოს ლგბტ აქტივისტები 17 მაისს აქციას არ გამართავენ

by | Mar 27, 2014
police and priests ii - 2013-05-17

სასულიერო პირები 17 მაისის კონტრაქციის ავანგარდში არღვევენ პოლიციის კორდონს. („ინტერპრესნიუსის“ ფოტო.)

„იდენტობამ“, ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს იცავს, გადაწყვიტა, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აქცია აღარ გამართოს.

2013 წელს ორგანიზაციამ წინასწარ დაანონსა ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვის აქცია, რამაც უბიძგა ათიათასობით აქტივისტს და მრევლს, ასევე სასულიერო პირებს, იმავე დღეს შეკრებილიყვნენ კონტრაქციაზე და „იდენტობის“ აქცია ჩაეშალათ.

ამას ფიზიკური შეტაკებები მოჰყვა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

ირაკლი ვაჭარაძემ, რომელიც „იდენტობას“ ხელმძღვანელობს, ოთხშაბათს ორგანიზაციის სახელით გაავრცელა განცხადება, რომ 17 მაისს ორგანიზაცია აქციას არ გამართავს. მისი თქმით, რადიკალური ჯგუფები უკვე განიხილავენ ამ აქციის საწინააღმდეგო ძალადობრივ სცენარს. სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქცია არ გაიმართოს.

თავად ვაჭარაძე კი წერს, რომ 17 მაისს საერთოდ არ იქნება საქართველოში.

„ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ 17 მაისს, 15 წუთით, არ ხდება. მე პირადად ამას ვაკეთებ წელიწადში ყველა დღეს, შაბათ-კვირის ჩათვლით. ასე რომ, 17 მაისი ჩემთვის ამ აზრით საკრალური დღე ნამდვილად არ არის,“ წერს ვაჭარაძე.

მან ჯერჯერობით არ იცის, სხვა ორგანიზაციები თუ გეგმავენ რაიმე ღონისძიებას.

შარშანდელი მოვლენების შემდეგ „იდენტობას“ აბრალებდნენ, რომ აქციის დარბევით ორგანიზაციამ მოგება ნახა, რადგანაც ეს იყო გზა ახალი გრანტების და დაფინანსების მოსაპოვებლად საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციებისგან.

„17 მაისი ჩვენთვის არ არის რაიმე მატერიალური სიკეთის მომტანი, არც გრანტების, მათ შორის. ამიტომ, რადგან ეს დღე ასეთ სიძულვილს იწვევს, ჩვენ არ გვსურს ვინმეს ჯინაზე სოციალური უფსკრულის გაღრმავება,“ აღნიშნავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მისი აზრით, ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ამ თემით არ უნდა სპეკულირებდეს.

„ყველასთვის ასე აჯობებს. შესაბამისად, არცერთ მედიას არ მივცემთ ინტერვიუს 17 მაისთან დაკავშირებით, რადგან ამ დღეს აბსოლუტურად არაფერს არ ვგეგმავთ.“

სწორედ „იდენტობამ“ დაგეგმა 2013 წლის 17 მაისის აქცია, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი აპირებდა მონაწლიეობის მიღებას.

2013 წლის 17 მაისს ასობით პოლიციელი მობილიზებული იყო რუსთაველის გამზორზე, რომ გაეკონტროლებინა სიტუაცია, რადგან პარალელურად იმართებოდა კონტრაქცია ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ, სადაც რამდენიმე ათასი რადიკალურად განწყობილი მოქალაქე იყო შეკრებილი. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი და თავს დაესხნენ ავტობუსებს, რომლითაც სამართალდამცავები ცდილობდნენ ადგილიდან გაეყვანათ ლგბტ აქტივისტები.

ამის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუჩებში იმატა შემთხვევებმა, როცა ადამიანებს სცემდნენ იმის გამო, რომ ისინი ვიზუალურად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებად მიიჩნიეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031