ამბები

როგორი ხელფასი აქვთ გალელ მასწავლებლებს

by | Jan 30, 2018

სოფელ სიდას სკოლა.

როგორც DFWatch-ს რამდენიმე ადგილობრივმა მასწავლებელმა განუცხადა, სკოლის პედაგოგების ანაზღაურება „შედარებით ნორმალურია“, განსაკუთრებით ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით. მასწავლებლები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით კატეგორიებად არიან დაყოფილნი და მათი ხელფასიც განსხვავებულია.

პირველი-მეოთხე კლასის მასწავლებლებს ასეთი ხელფასები აქვთ:

უმაღლესი კატეგორია, რომლის ანაზღაურებაც თითო საათზე 652 რუსული რუბლია (29 ლარი);

  • 1-ელი კატეგორია, საათზე ანაზღაურება 619 რუბლი (27 ლარი);
  • მე-2 კატეგორია, ანაზღაურება – 586 რუსული რუბლი (26 ლარი),
  • კატეგორიის გარეშე უმაღლესი განათლებით – 550 რუსული რუბლი (25 ლარი) და
  • კატეგორიის გარეშე ტექნიკური განათლებით – 519 რუსული რუბლი (23 ლარი).

მეხუთე-მეთერთმეტე კლასის მასწავლებელთა კატეგორიებიც ანალოგიურად ნაწილდება, იმ განსხვავებით, რომ აქ ანაზღაურება ცოტა მეტია.

  • უმაღლესი – 783 რუსული რუბლი (35 ლარი);
  • პირველი კატეგორია – 743 რუსული რუბლი (33 ლარი);
  • მეორე კატეგორიია – 703 რუსული რუბლი (31 ლარი);
  • კატეგორიის გარეშე უმაღლესი განათლებით – 660 რუსული რუბლი (29 ლარი); და
  • კატეგორიის გარეშე ტექნიკური განათლებით – 623 რუსული რუბლი (28 ლარი).

როგორც DFWatch-ს ერთ-ერთი სკოლის ქართულის მასწავლებელმა უთხა, „მთლიანობაში ხელფასის ოდენობა  შედარებით ნორმალურია“. მისივე თქმით, აფხაზური მხარე ჯერჯერობით იძულებულია ქართული განათლების მქონე სპეციალისტები ამუშაოს, რადგან თავად არ აქვთ შესაბამისი ბაზა.

თაგილონის სკოლა.

„მასწავლებლები მგონი ერთადერთი პრივილეგირებული ფენაა, რომელსაც აფხაზური მხარე აფხაზურ საბუთს არ სთხოვს და ანაზღაურებას ისე უხდის. გვყოლია ენგურს გაღმა მცხოვრები პედაგოგებიც. მართალია ქართული განათლების მქონე მასწავლებლების მუშაობა დიდად არ სიამოვნებთ, მაგრამ ჯერჯერობით თავად არა აქვთ შესაბამისი ბაზა. მასწავლებლებს სპეციალური 4-წლიანი კოლეჯები დაამთავრებინეს, შემდეგ კიდევ 2-წლიანი კურსები გადამზადების მიზნით, რათა რუსულად შეძლონ გაკვეთილების ჩატარება, თუმცა სრულად რუსულით ჩანაცვლება რეალურად ვერ ხერხდება“, – გვითხრა მასწავლებელმა დაა დაამატა, რომ მისი ანაზღაურება, დაახლოებით, 600 ლარია.

ცნობისთვის, ქართველი მაწავლებლები საჩუქრის სახით ანაზღაურებას წელიწადში ორჯერ ქართული მხარისგანაც ღებულობენ, რაც თითო ჯერზე 780 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად გაფორმაბული საათების რაოდენობა, ხშირად ჩატარებული საათების რაოდენობას არ ემთხვევა. მასწავლებლები კი DFWatch-თან საუბარში აღნიშნავენ, რომ აფხაზებს უფლება აქვთ, როგორც საათები, ისე ხელფასებიც თავის ნებაზე შეცვალონ, ამიტომ მითითებული ხელფასის ოდენობა, შესაძლოა, მიღებული ანაზღაურების ოდენობას არ დაემთხვეს.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

February 2018
M T W T F S S
« Jan    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728