ამბები

რესპუბლიკელები: საპატრიარქოში ტახტისთვის ორი ძალა იბრძვის

by | Feb 15, 2017

samnidzeრესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპატრიარქოში ტახტისათვის გამართულ ბრძოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთმანეთს ორი ძალა უპირისპირდება – მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და მეუფე იაკობის. ეს უკანასკნელი კი, სამნიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ამით, ნათლად იკვეთება ხელისუფლების ინტერესები ეკლესიაზე ზეგავლენის მოპოვებისა.

აღნიშნულ თემას რესპუბლიკურ პარტიაში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს, სადაც სამნიძემ აღნიშნა, რომ სწორედ მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის წრიდანაა დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე  და ეს, მისი თქმით, მნიშვნელოვან ტენდენციას უსვამს ხაზს.

ხოლო ის ფაქტი, რომ მეუფე იაკობი პრემიერთან დაახლოებული პირია, სამნიძის აზრით, ლოგიკურად ხსნის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების მოტივს, რომელმაც „უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“ და დეკანოზი ფაქტობრივად დამნაშავედ წარმოაჩინა.

„ხელისუფლება პირდაპირ ღიად იკავებს ერთ მხარეს და გამოძიებას არ ელოდება… ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დამახინჯებულია ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რაც აუცილებლად გამიჯნული უნდა იყოს,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„რესპუბლიკელები“ მოითხოვენ, მთავრობამ დაუყოვნებლივ გადახედოს  საპატრიარქოს დაფინანსების წესს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

May 2017
M T W T F S S
« Apr    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031