ამბები

რა პრობლემა შეუქმნა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა გალელებს

by | Jun 16, 2018

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზების გაცემა შეწყდა. როგორც DFWatch-თან საუბარისას ადგილობრივები აღნიშნავენ, საბუთების გაცემა დაახლოებით ორი კვირის წინ შეჩერდა და ჯერჯერობით უცნობია, როდიდან განახლდება.

ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდებოდეს და სავარაუდოდ მის დასრულებამდე ასე გაგრძელდება.

„მოუთმენლად ველოდით ზაფხულს, შვილიშვილები უნდა ჩამოგვეყვენა, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის დასრულებას ველოდებოდით, რათა „ვიზა“ მერე აგვეღო, რადგან, მოგეხსენებათ, ეს საბუთი ვადიანია და ყოველი დღე ფასობს. სამწუხაროდ, განაცხადის გაკეთებაც ვერ მოვასწარით, ისე შეწყვიტეს გაცემა. ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია, თუმცა ჩვენ თვითონ ვეჭვობთ, რომ ფეხბურთის ჩემპიონატის დასრულებამდე არ დაიწყებენ გაცემას. ეს კი ნიშნავს რომ მთელი ზაფხული იკარგება და ბავშვების ჩამოყვანას ან შევძლებთ, ან არა“, – უთხრა DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრმა, 55 წლის რ.ა.-მ

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.

ცნობისთვის, ე.წ. ვიზა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად ერთადერთი საბუთია, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა მოიგონეს. ადგილობრივები, ოჯახის წევრების გარკვეული დროის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხებს იხდიან. კერძოდ, ვიზა ორი სახისაა – 10-დღიანი და 1-თვიანი. გალში 10-დღიანი ვიზის აღება 1800 რუსული რუბლი ჯდება (72 ლარი), სოხუმში კი 700 რუბლი (28 ლარი). ერთთვიანი „ვიზა“ გალში 2800 რუსული რუბლი ღირს (112 ლარი), სოხუმში კი 1400 (56 ლარი).

აფხაზეთში ყოფნის უფლება, მხოლოდ „ვიზით“ განსაზღვრულ ვადაშია შესაძლებელი, დროზე ადრე ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში კი უკან დაბრუნება შეუძლებელია. გარდა ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია 10-დღიანი ვიზის ისევ 10 დღით ან ერთი თვით გაგრძელება. „ვიზის“ მფლობელებს, გადაადგილების უფლება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე აქვთ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2018
M T W T F S S
« Aug    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930