ამბები

რას გულისხმობს კანოპროექტი, რომლის მიზანიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდაა

by | Jun 17, 2016

parliament_voteქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, შესაძლოა ახალი კანონი ამოქმედდეს.  საუბარია, მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობს, რომ პარტია საარჩევნოდ საბაზო დაფინანსების (წელიწადში 300 000 ლარი) 30%-იან დანამატს მხოლოდ იმ  შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის (მდედრობითი) ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება წარმოდგენილი. 

კანონპროექტის ავტორები ასევე მანანა კობახიძე და გუგული მაღრაძე არიან. პროექტის თანახმად, ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლში  შევა. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს 9 ივნისს წარედგინა და მისი განხილვა დაჩქარებული წესით 24 ივნისამდე მოხდება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ფინანსურად ახალისებს იმ პარტიებს, რომელთა საარჩევნო სიებშიც გენდერული კვოტები დაცულია (ყოველ ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესის სულ მცირე 30%-იანი წარმოდგენა) ქალ წევრთა რაოდენობა – როგორც უმაღლეს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში, მაინც მცირეა.

ამის მიზეზად  კანონპროექტის ავტორები კანონის არასათანადოდ ზუსტ ფორმულირებას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიას საშუალებას აძლევს საარჩევნო სიაში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესის სულ მცირე 30%-იანი წარმომადგენლობა  სიის ყოველ ათეულში, მაგრამ ბოლო სამ ადგილზე წარმოადგინოს.

შედეგად,  კანონი დაცულია, პარტია დანამატად საბაზო დაფინანსების  (წელიწადში 300 000 ლარი) 30%-საც იღებს, თუმცა, თვითმართველობის ორგანოებში წარმოდგენილი ქალების რაოდენობა კვლავ მცირე რჩება.

ახალი კანონპროექტის თანახმად კი პარტია 30%-იან დანამატს  მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთ განსხვავებული სქესის  კანდიდატს მაინც  წარმოადგენს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

February 2017
M T W T F S S
« Jan    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728