ამბები

პრობაციის უფროსის დაღუპვაზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

by | Jun 6, 2015

ambulance_hospitalთბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც პარასკევს საღამოს საავადმყოფოში სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად  დაჭრილი გადაიყვანეს, მალევე გარდაიცვალა.

ბესიკ ცხადაძე, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი,  საკუთარ სახლში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებასთან შეკრებილმა ბესიკ ცხადაძის ახლობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, მან იარაღი თავად ისროლა,  თუმცა მათთვის უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა თუ შემთხვევითი გასროლა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში  DFWatch-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, სამინისტროში ჯერჯერობით სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. ასევე ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა იარაღით მოხდა გასროლა.

ამასთან,  ახლობლის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული დაჭრილის მეუღლეც, რადგან მომხდარის გამო ის ცუდად გახდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930