ამბები

ომის შემდეგ პირველად გალში ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტი იმართება  

by | Jan 22, 2018

გიორგი თოდუა (მარცხნივ) და ალექსანდრე ტიხომიროვი გალის კულტურის სახლის შესასვლელთან.

24 იანვარს, გალის კულტურის სახლში სანქტ-პეტერბურგის მარინის ოპერის თეატრის ახალგაზრდა შემსრულებელთა აკადემიის ქართველი სოლისტი  (ბარიტონი) გიორგი თოდუა კონცერტს გამართავს. 

„ჩემო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ ჩემი ძმა აფაზეთში, ქალაქ გალში ატარებს სოლო კონცერტს, რომელსაც უძღვნის ჩვენი მამიკოს ხსოვნას. მამა 42 წლის ასაკში, 2010 წელს, გარდაიცვალა და მისივე თხოვნით დავკრძალეთ მშობლიურ მიწაზე. მამიკოს ყველაზე დიდი ოცნება აფხაზეთში დაბრუნება იყო და ის ამ ფორმით დაუბრუნდა მის მშობლიურ მხარეს… ასევე მამიკოს დიდი ოცნება იყო, ჩვენ, შვილებს ჩაგვეტარებინა იქ კონცერტი. სამწუხაროდ, მე ამის შანსი არ მეძლევა და გიორგიმ ეს შეძლო. 24 იანვარს, ჩვენს მშობლიურ აფხაზეთში ჩატარდება კონცერტი სახელწოდებით “მამა, მე დავბრუნდი”. ჩვენთის შვილებისთვის და ნათესავებისთის ეს დღე განსაკუთრებულია“, – წერს გიორგი თოდუას და, თეონა.

DFWatch გიორგის დაუკავშირდა, რომელიც გალში იმყოფება და კონცერტისთვის ემზადება. ამბობს, რომ ღონისძიება, რომელიც 24 იანვარს გაიმართება, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიგეგმა, თუმცა მაშინ სხვა პირობები იყო, დღეს კი სხვა პირობებით იმართება.

„ძალიან დიდი სანათესაო მყავს აქ – მამიდები, ბიძიები, უამრავი ხალხი, რომელიც მხარს მიჭერს და მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი და კო

გიორგი თოდუას კონცერტის აფიშა.

ნცერტი ჩამეტარებინა, მაგრამ არანაირად არ მსურდა იმ კონტექსტში კონცერტის გაკეთება, სადაც აფიშაზე აფხაზეთის რესპუბლიკა ეწერებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც არ ვატარებდი კონცერტს. ახლა ასე არ იქნება და დავთანხმდი. აფიშაზე წერია – მარინის თეატრის სოლისტი გიორგი თოდუა, კონცერტმეისტერი ალექსანდრე ტიხომიროვი, რომელიც მარინის თეატრის პიანისტია და ჩემთან ერთად ჩამოვიდა. აფიშაზე ასევე წერია “გალის რაიონის კულტურის სახლი” და არანაირი მინიშნება რესპუბლიკაზე არ არის“, – განუცხადა DFWatch-ს გიორგი თოდუამ.

მისივე თქმით, კონცერტმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და თავისუფალი ადგილები თითქმის არ არის.

„როგორც გავიგე, თავისუფალი ადგილები კულტურის სახლში უკვე არ არის, ამგვარი ღონისძიება აქ დიდი ხანია არ ჩატარებულა. ომამდე ჩამოდიოდნენ, მაგრამ მას მერე საოპერო არია აქ არავის შეუსრულებია. მითუმეტეს, რომ ქართველი ჩამოდის და კონცერტს ატარებს. მთლიანად ხარჯები საკუთარ თავზე ავიღე. პირველად ვატარებ კონცერტს ჩემს მშობლიურ მიწაზე და აქ ისედაც ცუდი პირობებია ფინანსური კუთხით, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დასწრება თავისუფალი იყოს“, – აღნიშნა მან.

გამომდინარე იქედან, რომ ის აფხაზეთში სანტ-პეტერბურგიდან ჩავიდა, დავინტერესდით, მზად არის თუ არა იმ კრიტიკისთვის, რაც შეიძლება მის ვიზიტს მოჰყვეს…

„როცა გადავწყვიტე კონცერტის ჩატარება, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, არჩილ გოგიტიძეს, ოთარ ჯორჯიკიას, ბაბუას – ალექსანდრე თოდუას ვკითხე რჩევა. მათი მხრიდან რეაქცია დადებითი იყო და მითხრეს, რომ ხალხების დაახლოებისთვის მსგავსი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. აქაური ახალგაზრდები გარიყულები არიან, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც საშუალება არ აქვს. მზად ყველაფრისთვის ვერ იქნები, მაგრამ კრიტიკას ზოგადად ნორმალურად ვიგებ. თუ კრიტიკა დამსახურებული იქნება, მივიღებ, მაგრამ არის ზოგი ისეთი რამ, რაც ჩემთვის მიუღებელია და ყურადღებას არ ვაქცევ. თუ მშობლიურ კუთხეში, ასევე საქართველოში, აფხაზეთში, საკუთარ თანამემამულეებს ვუმღერო დანაშაული და სამშობლოს ღალატია, მაშინ მე ვარ მოღალატე“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აფხაზეთს 26 იანვარს დატოვებს.

ცნობისთვის, გიორგი თოდუა, 1987 წელს ქალაქ რუსთავში დაიბადა, მაგრამ ქალაქ გალში იზრდებოდა და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. აფხაზეთის ომის შემდეგ საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ნოდარ ანდღულაძის კლასში ჩააბარა. მალე სწავლა პეტერბურგის მარინის თეატრის აკადემიაში გააგრძელა, სადაც დღემდე მოღვაწელბს და მარინის აკადემიის სოლისტია.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

May 2018
M T W T F S S
« Apr    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031