ამბები

ოკუპირებულ ახალგორში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს, სპეცრაზმი ქუჩაში მამაკაცებს ჩხრეკს

by | Mar 4, 2018

ცხინვალის ომონი. 2016 წ. (ოსინფორმი).

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. დაბაში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ცხინვალის ომონი. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რაც შემდეგ DFWatch-ს ახალგორელებმაც  დაუდასტურეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობა ძალიან დაძაბულია სპეცრაზმის მობილიზების გამო და ახლა ისინი თავს ბევრად უფრო დაუცველად გრძნობენ, ვიდრე აქამდე. ამასთანავე, ადმინისტრაციულ საზღვარზე თბილისი-ახალგორის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ცხინვალის ომონი საგულდაგულოდ ამოწმებს. ჩხრეკენ ფაქტობრივად ყველა მანქანას, ტვირთის გადატანა უკიდურესად არის შეზღუდული. ასევე ქუჩაში აჩერებენ და ჩხრეკენ თითქმის ყველა მამაკაცს, ვინც ეთნიკურად ქართველია და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიჰყავთ ახალგორის მილიციის განყოფილებაში „შემოწმებაზე“.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებსა და „მოსალოდნელ პროვოკაციებს“ უკავშირდება.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031