ამბები

    ოთხოზორია-ტატუნაშვილის  33-კაციანი სიის ზოგიერთ ფიგურანტს გენოციდის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული

    by | Jun 27, 2018

    (RFE/RL.)

    „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. „შავ სიაში“ 33 ადამიანია შეყვანილი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1991 წლიდან დღემდე ადამიანების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. მათ ნაწილს ბრალი გენოციდის მუხლით აქვს წაყენებული.

    სიის სათავეში არიან: 22 თებერვალს ახალგორიდან გატაცებული და წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეში ბრალდებულები, ახალგორის ე.წ. კა-გე-ბეს განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი და ახალგორის პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი, ასევე 2016 წელს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეში დაუსწრებლად მსჯავრდებული “მესაზღვრე” რაშიდ კანჯი-ოღლო, რომელსაც 14 წელი აქვს მისჯილი.

    სიაში ასევე შედის 2 ქალი, ციბრონა (ეკა) ახალია და როზა მირცხულავა, სნაიპერები, რომლებიც 12-კაციანი დაჯგუფების წევრები იყვნენ და იტაცებდნენ და კლავდნენ ქართველებს. ორივეს, სხვა დანაშაულთან ერთად, გენოციდში მონაწილეობაც ბრალდება.

    სიის შემადგენლობა ასეთია: 1. დავით გურწიევი; 2. ალიკ ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯი-ოღლი; 4. სლავიკ ბადია; 5. რაულ კორტავა; 6. ზაურ ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან ჯოპუა; 11. როზა მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ ჭანბა; 17. ვლადიმერ ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე, იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი აშხაცავა; 20. გელა ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ კოკოსკერია; 27. ლევ ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ვაზაგოვი; 30. თამაზ ბესტაევი; 31. რამჩიკ ფუხაევი; 32. არკადი ძერანოვი; 33. ზურაბ დუდაევი.

    ეს ჩამონათვალი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, სია შესაძლოა გაიზარდოს.

    არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია პარლამენტმა 21 მარტს დაამტკიცა. რეზოლუციით უკვე განსაზღვრულია ის ღონისძიებებიც, რომელიც უნდა გატარდეს ამ სიაში შესული ადამიანების მიმართ.  ამაში შედის ყველა შესაძლო შეზღუდვა, მათ შორის ქონებრივი, ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სიაში შემავალი პირების მიმართ. ასევე განისაზღვრა ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მის აღსრულებაზე. ესენია იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შს სამინისტროები.

    დადგენილების თანახმად სიაში მოხვედრილ ადამიანებზე არ უნდა გაიცეს შენგენის ვიზები, დაუყადაღდეთ ქონება და საბანკო ანგარიშები. თუმცა აქ ერთი დეტალია, სიაში შეყვანილი ადამიანები რუსეთის გარდა არც ერთ სხვა ქვეყანაში არ დადან და არც ქონებას ფლობენ დასავლეთში, ამიტომ დიდი ალბათობაა, რომ მათ მიმართ პრაქტიკაში რაიმე სანქცია ვერ გატარდეს.

     



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    July 2018
    M T W T F S S
    « Jun    
     1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031