ამბები

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის მოხსნას ითხოვს

by | Dec 29, 2016

nika_gvaramiaტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გენდირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას და სასამართლოს მიმართავს, დაანებონ ტელეკომპანიას თავი და არხის ქონებას მოეხსნას ყადაღა, რათა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება შეძლონ. 

ამის შესახებ გვარამიამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტელეკომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, წელიწადნახევარია, რაც „რუსთავი 2-ის” და „ტვ საქართველოს” ქონებას ადევს ყადაღა. ამ ხნის განმავლობაში ხელფასების გაცემას ახერხებენ, მაგრამ ერთი თვეა პრობლემები აქვთ გარე ვალდებულებების გასტუმრებაზე, ეს იქნება კრედიტორები თუ გადასახადები. ასევე, ვერ ახერხებენ სესხის აღებას.

„ჩვენ ვახერხებთ შიდა ვალდებულებების გასტუმრებას, მაგრამ გვაქვს პრობლემები გარე ვალდებულებების შესრულებასთან. აუცილებლად დავდგებით იმ პროცესების წინაშეც, რომ ჩვენ შიდა ვალდებულებების გასტუმრების პრობლემაც შეგვექმნება, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვფუნქციონირებთ, როგორც ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრე,“ – განაცხადა გვარამიამ.

ის მიმართავს საქართველოს ხელისუფლებასა და სასამართლოს „რუსთავი 2″-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოხსნან ყადაღა კომპანიას. მან ასევე საგადასახადო სამსახურსაც მიმართა და მოუწოდა, რომ დავალიანების გამო არ დაადოს არხის „ინკასო“, რადგან ეს კომპანიის „მკვლელობა“ იქნება.

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, დაანებეთ „რუსთავი 2″-ს თავი. გადაწყვიტეთ „რუსთავი 2“-ის საქმე ობიექტურად და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა ისე, როგორც ეს შეეფერება ამხელა კომპანიას. ჩვენ ძალიან მაღალბიუჯეტიანი კომპანია ვართ. ეს არის 1000-მდე დასაქმებული ადამიანი. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მათ შორის საგადასახადო სამსახურსაც, ჩვენ ვერ შევასრულებთ საგადასახადო ვალდებულებებს ვიდრე ეს დავა არ მორჩება ან ჩვენს ქონებას წინმსწრებად არ მოეხსნება ყადაღა. ჩვენი ანგარიშებისთვის საინკასო დავალების დადება იქნება ჩვენი ფინანსური მკვლელობა,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ისა ქონება და მფლობელთა წილები საქალაქო სასამართლომ 5 აგვისტოს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღა, რის შედეგადაც არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით, ტელეკომპანია ამჟამინდელ მფლობელს ჩამოერთვა და ის ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს, თუმცა დავა უზენაეს სასამართლოში ჯერ ისევ გრძელდება. კომპანიას ყადაღა დავის ბოლომდე ადევს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

March 2017
M T W T F S S
« Feb    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031