ამბები

„ნაცმოძრაობა“ გაიყო, სააკაშვილი „ჯართში მოსასროლ მანქანას“ შეადარეს

by | Jan 12, 2017
(1tv.ge)

(1tv.ge)

„ნაციონალური  მოძრაობა“ ოფიციალურად გაიყო – პარტია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ, რომლის სახელწოდების ცვლილებასაც არ გამორიცხავენ. ახალ პარტიაში ელიან ვანო მერაბიშვილსაც, თუმცა ამ უკანასკნელს ოფიციალურად თავის პოზიცია ჯერ არ განუცხადებია.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიზეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს და საკმაო დრო დაუთმეს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკასაც, მიუხედავად უგულავას განცხადებისა, რომ პოლიტიკურ დევნილთან პოლემიკისა და „ჭიდაობის გამართვას“ არ აპირებს.

უგულავამ ბრიფინგზე გაფუჭებული მანქანის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ „როცა ავტომანქანა დაძველდება, ჯართში უნდა მოისროლო“.

„არ ვთვლი, რომ ვიღაცა 99%-ია და ვიღაცა 1%, რომ ვიღაცა ღმერთია და ვიღაცა ნული, ვინც ასე აყენებს საკითხს, მე მათ გვერდზე აღარასდროს ვიქნები… მარაზმში მონაწილეობა არ შეიძლება. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა იქ, როცა ზუგდიდის საუბარი მოვისმინე”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ბრიფინგის  შემდეგ კი ჟურნალისტებთან დასძინა,  რომ ახალი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს დაუჭერს. რაც შეეხება სხვა დეტალებს, უგულავას თქმით, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გიგა ბოკერიაც გამოვიდა: „პრობლემების  გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები“, – განაცხადა მან.

პარტიის გაყოფას ფეისბუქის მეშვეობით გამოეხმაურა  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, „ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა“ დამთავრდა.  სააკაშვილის განცხადებით, პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, „ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა”.

„განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” მრავალრიცხოვნებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა… მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი”, – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2017
M T W T F S S
« Apr    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31