ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ ორად იხლიჩება

by | Jan 9, 2017

„ნაცმოძრაობამ“ დაშლა დაიწყო.  ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის ბანაკის აქტიური წევრია, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. მასში, სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება.

ფრაქციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში სავარაუდოდ  შევლენ თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გიცირიძე და გიორგი ტუღუში. ისინი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს.

მოგეხსენებათ, ამ დრომდე ნიკა მეილია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს იკავებს, მისი გადაყენების თაობაზე ორშაბათს უნდა ემსჯელათ, თუმცა ეს საკითხი გიგი უგულავას თხოვნით  გადაიდო.  ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ფრაქციის ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება.

ამ გადაჯგუფებებს პარტიაში ბუნებრივს უწოდებენ. როგორც ენმ-ის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, მას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენება არ გაუკვირდება.

„როდესაც ასეთი შეუთანხმებლობაა, ძნელად წარმოსადგენია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფრაქციის წევრები ერთს ფიქრობდნენ, ხოლო მათი თავმჯდომარე – მეორეს… მიმდინარეობს სერიოზული პროცესი – პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა,” – უთხრა დარჩიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ინფორმაციას პარტიის დაშლის თაობაზე კიდევ ერთი წევრი, სერგო რატიანიც ადასტურებს: „გადაწყვეტილება მიღებულია… გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია.“

„ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას. „ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი,“ – უთხრა ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიამ სერგო რატიანს.

ამას შელაპარაკება მოჰყვა  მელიასა და აკაკი ბობოხიძეს შორის. ბობოხიძემ განაცხადა, რომ იმაში, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, ყველაზე დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის.

„ამ ყველაფრით ბიძინა ივანიშვილის ოცნება სრულდება. პარტია მიდის დაშლისკენ, ოღონდ ამის შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი,“ – განაცხადა მან.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

March 2017
M T W T F S S
« Feb    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031