ამბები

ნარმანია ამბობს, რომ სექტემბრიდან „სითი პარკს“ ტროტუარებს ჩამორთმევს

by | Jun 19, 2016

parkსექტემბრიდან, შესაძლოა, მანქანების ტროტუარზე პარკირება აიკრძალოს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხუთშაბათს რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, „სითი პარკის“ პრობლემა შესაძლოა მოგვარდეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან მინიმუმ 20–25 მილიონი ლარის გადახდა იქნება საჭირო.

„ყოფილ ხელისუფლებას „სითი პარკისთვის“ ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვს. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები აყენია. როდესაც ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი 2 ათასზე მეტი ადგილი იყო.  500 ასეთი ადგილი  „სითი პარკს“ უკვე ჩამოვართვით და  ფეხით მოსიარულეებს დავუბრუნეთ. ვგეგმავ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500–იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები  ავტომანქანებისგან გავათავისუფლო. მოვუწოდებ „სითი პარკს“, პარკირების ალტერნატიული ადგილები გააჩინოს,“ – განაცხადა ნარმანიამ.

მერის განცხადების საპასუხოდ, კომპანია „სითი-პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში  DFWatch-ს უთხრეს, რომ „სითი პარკი“ არ წყვეტს თუ სად იქნება ან არ იქნება პარკირების ადგილი. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას თბილისის მერია იღებს.

„სითი პარკი“ დაემორჩილება და იმ გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს, რასაც მერია  მიიღებს,“ – აღნიშნა „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლევან ტაბიძემ.

DFWatch-ი შეეცადა მერიაში დამატებითი დეტალების გარკვევას, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდნენ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

January 2017
M T W T F S S
« Dec    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031