უმცირესობები

მოხეში მუსლიმებმა და ქრისტიანებმა ორი საპირისპირო აქცია გამართეს

by | Oct 20, 2014
mokhe

(“ინტერპრესნიუსი”.)

სამხრეთ საქართველოში მდებარე სოფელ მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა შაბათს აქცია გამართეს. მათ არ სურთ, რომ ძველი მეჩეთის შენობა კულტურის სახლად გადაკეთდეს.

აქცია ადგილობრივმა ქრისტიანებმაც ჩაატარეს, ოღონდაც საწინააღმდეგო მოთხოვნებით, რადგანაც სურთ, რომ შენობაში კულტურის სახლი განთავსდეს.

ადგილობრივი გამოცემა ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერს, რომ სოფლის მუსლიმებს არ მოეწონათ, როცა დილით ადრე ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე მუშები მოვიდნენ. მუსლიმები უკვე დიდი ხანია, მოითხოვენ, რომ შენობა მათ გადაეცეთ, თუმცა ადიგენის გამგეობა ამტკიცებს, რომ ამ შენობას კულტურის სახლის სტატუსი აქვს და მათ ტენდერი გამოაცხადეს, რომ შენობა აღდგეს და განახლდეს.

საქართველოში მდებარე მეჩეთების უმეტესობა, ფუნქციურიცა და უფუნქციოც, რეგისტრირებულია, როგორც კერძო სახლები, ან სხვა დაწესებულებები, რადგნაც ქართული კანონმდებლობა მათ სალოცავებად დარეგისტრირების საშუალებას არ იძლევა. მუსლიმები ამტკიცებენ, რომ ეს შენობა ადრე მეჩეთი იყო.

კომპანია, რომელმაც თვითმმართველობის ტენდერში გაიმარჯვა, გეგმავდა, რომ  შენობის დემონტაჟი შაბათს დაეწყო, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს და მუშები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია.

ქრისტიანები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას და იქ ‘რაიმე მუსლიმურის’ აშენებას. მუსლმები კი არ აპირებენ შენობა დათმონ, არამედ ნებისმიერი ხერხით დაიცვან ის.

ორივე აქცია მშვიდობიანად დაიშალა, თუმცა შენობის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

მოხეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმები არიან, რომლებიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდში მაღალმთიანი აჭარიდან გადმოასახლეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

January 2018
M T W T F S S
« Dec    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031