უმცირესობები

მოხეს სადავო შენობა ადრე ეკლესია იყო: მიტროპოლიტი

by | Oct 25, 2014
mokhe_scuffles

მოხეში არეულობის დროს 14 ადამიანი დააკავეს. (“ინტერპრესნიუსი”.)

ადგილობრივი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მოხეს სადავო შენობა ადრე ეკლესია იყო და მისი მუსლიმებისთვის გადაცემა მიუღებელია.

სოფელ მოხეში კონფლიქტი წინა კვირას დაიწყო, როცა მუშები მოვიდნენ სადავო შენობის დემონტაჟისთვის, რატა იქ კულტურის სახლის აშენება დაეწყოთ.

მუსლიმები ამტკიცებენ, რომ წლების წინ ამ შენობაში მეჩეთი იყო, ხოლო ქრისტიანები ამბობენ, რომ იქ ეკლესია იყო.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ 1595 წელს ამ შენობაში იყო ეკლესია, რასაც ისტორიული წყაროებიც ადასტურებს.

პარასკევს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ 1920-იან წლებში იყო გეგმა, რომ ეკლესია დაენგრიათ და იქ მეჩეთი აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა არასდროს დასრულებულა და შესაბამისად, იქ  ფუნქციური მეჩეთი არც არასდროს ყოფილა.

ის კულტურის სახლად იქცა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობა  უფუნქციო გახდა.

მეუფე თეოდორე აცხადებს, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ კი ეს შენობა საპატრიარქოს გადაეცემა და შენობის ბედს ის განსაზღვრავს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

October 2017
M T W T F S S
« Sep    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031