ამბები, უმცირესობები

მომღერალმა სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავი საქველმოქმედო კონცერტი გადადო

by | Nov 22, 2014
თამარ ივერს კონცერტის გადადება მშობიარობის გამო მოუწია.

თამარ ივერს კონცერტის გადადება მშობიარობის გამო მოუწია.

ცნობილი საოპერო მომღერლის, თამარ ივერის თბილისელ გულშემატკივრებს მისი საქველმოქმედო კონცერტის სანახავად ორი თვე მოუხდებათ ლოდინი.

ქართული მედია-საშუალებები წერენ, რომ მას ტყუპები ეყოლა, რის გამოც კონცერტი 10 დეკემბრისთვის გადაიდო.

ამ ამბავს თავის ფეისბუქის გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძეც გამოეხმაურა და მომღერალს მიულოცა.

ქართველმა საოპერო მომღერალმა საქველმოქმედო კონცერტი მას შემდეგ დაგეგმა, რაც მისი გამოსვლა „ოპერა ავსტრალიასა“ და „ლე მონეში“ გაუქმდა. ეს კი მის ჰომოფობიურ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მომღერალმა 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ დაწერა „ფეისბუქზე“. ამ დღეს დაგეგმილი იყო მცირერიცხოვანი აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თუმცა ათასობით რელიგიურმა რადიკალმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

წერილში თამარ ივერი სექსუალურ უმცირესობებს „ფეკალურ მასებს“ ადარებდა. წერილის გამო ივერს დღემდე აკრიტიკებენ და ამის გამო მას „ოპერა ავსტრალიაში“  2014 წლის ივნისში გამოსვლის გაუქმება მოუწია.

2014 წლის ივლისში ბოდიში  მოიხადა წერილის გამო და „იდენტობასთან“ ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონცერტის შესახებ გამოაცხადა. კონცერტი 11 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ეს დღე კი საერთაშორისო „ქამინგ აუთის“ დღეა.

კონცერტი ეძღვნება ლგბტ პირებს და ყველას, ვინც ძალადობის მსხვერპლია.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

January 2018
M T W T F S S
« Dec    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031