უმცირესობები

მთავრობის წევრები კათოლიკურ შუაღამის მესას დაესწრნენ

by | Dec 25, 2014
catholic_midnight_mass_tbilisi_2014

შუაღამის მესა თბილისის ქალწული მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში. (DF Watch.)

მთავრობის რამდენიმე წევრი დაესწრო შუაღამის მესას  გასულ ღამეს  თბილისის ქალწული მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში.

ცერემონია დაიწყო 23:30 საათზე და ლოცვა აღასრულა ჯუზეპე პაზოტომ, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა.

მესას დაესწრნენ ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.

„მინდა ყველას ვუსურვო, რომ ეს დღე გახდეს მნიშვნელოვანი. გილოცავთ შობას,’’ უთხრა პაზოტომ ჟურნალისტებს ლოცვამდე და ასევე მიულოცა მართმადიდებელ ეკლესიას დამდეგი შობა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც რუსული და უკრაინული ეკლესიები, იულიანური კალენდრით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც შობა აღინიშნება 7 იანვარს.

ნარმანიამ განაცხადა, რომ მოვიდა, რათა მიელოცა თავისი ძმებისა და დებისთვის შობა და ესურვებინა ბედნიერება, კარგად ყოფნა და სიმტკიცე.

„ქრისტიანებისთვის არ არის შობაზე უფრო დიდი დღესასწაული,’’ თქვა სუბარმა და კათოლიკეებს შობა მიულოცა.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთეს საშობაო მილოცვები.

პრემიერ მინისტრმა დაწერა, რომ ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს აღნიშნავს შობას და ულოცავს საქართველოს ყველა მკვიდრს, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

„თითოეული შობა არის რწმენა და იმედი უკეთესი მომავლისა,’’ დაწერა მან.

პრეზიდენტმა უსურვა სიყვარული, კარგად ყოფნა, მშვიდობა და ბედნიერება.

„ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზე ჩვენ გვაქვს იმედი განახლებისა და ნათელი მომავლისა,’’ დაწერა მარგველაშვილმა.

უახლესი მონაცემების მიხედვით,  კათოლიკეები საქართველოს მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ, მუსლიმები 10 პროცენტს და სომხური ეკლესიის მიმდევრები კი 4 პროცენტს. 83 პროცენტზე მეტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031