ამბები

მარიხუანასთან დაკავშირებული სანქციები შემსუბუქდება

by | Mar 29, 2017

საქართველო მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე სანქციებს ამსუბუქებს, თუმცა მისი სრული დეკრიმინალიზაცია არ ხდება და გამონაკლის შემთხვევებში ის სისხლისსამართლებრივ დევნას კვლავ ითვალისწინებს.

თუმცა მცირე რაოდენობით მარიხუანასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის გამო ადამიანები ციხეში არ წავლენ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. კერძოდ, მაშინ ბექა წიქარიშვილი ითხოვდა კანონის იმ მუხლის გაუქმებას, რომელიც მარიხუანას (ე.წ. „პლანის“) შეძენა-შენახვისათვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სასამართლომ ეს სარჩელი დააკამაყოფილა.

კანონპროექტით ექიმის დანიშნულების გარეშე კანაფისა და მისი წარმოებულის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დაისჯება ჯარიმით ან  საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომლის ხანგრძლივობა ნარკოტიკული საშუალების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფის და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-დან 6 თვემდე.

სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად გამოიყოფა სს პასუხისმგებლობა კანაფისა და მარიხუანას უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის და მასზე კოდექსის 260-ე მუხლი, რომელიც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, აღარ გავრცელდება.

სს კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც მცირე ოდენობით მცენარე მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 220 საათამდე.

აღნიშნული ქმედების ჩადენა წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ან იმის მიერ, ვისაც უკვე ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 220-დან 300 საათამდე.

დიდი ოდენობით კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-დან 400 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. იგივე ქმედება წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პირს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 2-დან 6 წლამდე. ჯგუფური ქმედებისას – 3-დან 7 წლამდე.

კანაფის/მარიხუანას უკანონო გასაღება გამოიწვევს 3-დან 8-წლამდე პატიმრობას.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930