ამბები

მარგველაშვილი აფხაზეთში ეკლესიის ფრაგმენტების განადგურებას ვანდალიზმს უწოდებს

by | Jan 10, 2017
("ეხო კავკაზა")

(“ეხო კავკაზა”)

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო.

„ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს,”  – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის “ეხო კავკაზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, სოფელ წებელდის განაპირას ბულდოზერებით XIX საუკუნის ეკლესია დაანგრიეს.

ოდესღაც წებელდაში პოლონელები კომპაქტურად ცხოვრობდნენ. მათვე ააშენეს ეკლესია მე-19 საუკუნის ბოლოს, რომელშიც გარდაცვლილებს წესს უგებდნენ. ეკლესია ბოლო დროს შეილახა, თუმცა შენარჩუნებული იყო ფუნდამენტი, კედლებისა და საეკლესიო ღობის ფრაგმენტები.

2011 წელს დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. მოგვიანებით კი ტერიტორია შეთანხმების საფუძველზე მესაზღვრეებს გადასცეს, რომელთაც აქ სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს.

3 იანვარს მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შევიდა და ნიადაგის მოსწორება დაიწყო. ეკლესიაცა და სასაფლაოც, მათ შორის სამარხები, სამუდამოდ განადგურდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ პოლიგონის გვერდზე წებელდის ციხესიმაგრე მდებარეობს და სამხედრო წვრთნები მასაც საფრთხეს უქმნის.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031