ამბები

    „კლინტონმა ერთი ქვეყნის პრეზიდენტს დაურეკა, გალანძღა“ – როგორ ბლოკავდნენ ამერიკა და საფრანგეთი აფხაზეთის აღიარებას

    by | Aug 7, 2018

    აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში პირდაპირ ერეოდა და მუქარით ბლოკავდა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

    მაქსიმ ღვინჯია, რომელიც სოხუმის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2006-2011 წლებში, რუსულ მედიასთან ამბობს, რომ ამ წლებში ის ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანაში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის აღიარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

    დე ფაქტო ექსმინისტრის თქმით, ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პრაქტიკულად შეუთანხმდა „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე“, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების წნეხის შედეგად მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა.

    „გამოვდივარ სასახლიდან და ვხედავ, შემოდის ამერიკის ელჩი. ისმოდა საშინელი ყვირილი. მივდივარ მეორე დღეს და უკვე ვიცი, რაც მოხდა. მიხდიან ბოდიშს. მიხსნიან, რომ ელჩი იყო, რომ ჰილარი კლინტონმაც დაურეკა და გალანძღა,“ – ამბობს ღვინჯია.

    მისივე თქმით, აშშ ამ ქვეყანას ყველა ამერიკული პროგრამის გაჩერებით დაემუქრა.

    „კლინტონმა კიდევ ერთი ქვეყნის პრეზიდენტს პირადად დაურეკა, გალანძღა, უყვირა. შემდეგ ნიუ-იორკში ეკონომიკური კონფერენცია მოაწყვეს, ამ პრეზიდენტს თვითმფრინავი გაუგზავნეს და ნიუ-იორკში ჩაიყვანეს. არ ვიცი, იქ რა გაუკეთეს, მაგრამ ამის შემდეგ ის შიშით ელექტრონულ ფოსტაზეც აღარ მპასუხობდა,“ – აღნიშნავს ღვინჯია.

    ღვინჯია აცხადებს, რომ ანალოგიურ მეთოდებს იყენებდა საფრანგეთიც, რომელიც ვანუატუს აფხაზეთთან მეგობრობას უშლიდა ხელს და მათ ეუბნებოდა, რომ არ უნდა იმეგობროთ აფხაზეთთან, იმის გამო, რომ აფხაზებმა ქართველებს გენოციდი მოუწყვეს და იმის გამოც, რომ საქართველო ნატოს მომავალი წევრი იყო.

    „საფრანგეთის ელჩი რეკავს ვანუატუში და ეუბნება: როგორ შეიძლება იმეგობროთ აფხაზეთთან, რომელმაც ქართველების გენოციდი მოაწყო? ქართველები ჩვენი ძმები არიან, ისინი ნატო-ს მომავალი წევრები არიან. თქვენ მთელ სურათს აფუჭებთ…” – აცხადებს ღვინჯია.



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    August 2018
    M T W T F S S
    « Jul    
     12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031