ამბები

ივანიშვილი: „ოცნებას“ პარლამენტში საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება

by | Sep 2, 2016

bidzo newექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ 90-ზე ნაკლები ადამიანი შევიდეს.

„თუ ოდესღაც საქართველოს მასშტაბით ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ 95 დეპუტატი ეყოლებოდა, დღეს დავუმატებდი, რომ საშუალოდ 100 კაცი იქნება. ვერ წარმომიდგენია, 90-ზე ნაკლები შევიდეს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“. უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90, ვიდრე – 115. საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება ,  რადგან საზოგადოება არის გაცნობიერებული და აზრიანი“, – განაცხადა ივანიშვილმა ხუთშაბათს GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

„საერთოდ პოლიტიკოსები, ბოლო ადგილზე გასვლა განაღდებული რომ აქვთ, ისინიც გამოდიან და იძახიან, რომ გაიმარჯვებენ. ამომრჩეველს ამით აქეზებენ. ამ მხრივ რიტორიკას ვერავის დაუწუნებ, თუმცა შიგნით მშვენივრად იციან, ვინ გაიმარჯვებს. შედეგებსაც ვნახავთ,“- დასძენს ექსპრემიერი.

GDS-ის ახალი პროექტი – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” 1 სექტემბერს დაიწყო.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031