ამბები

ივანიშვილი: მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ბურჭულაძის გაერთიანებაა

by | Sep 1, 2016

bidzo newროგორც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, მისდა გასაოცრად, „ქართული ოცნების“ ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა, ერთი თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძე, „გირჩი“ და „ახალი მემარჯვენეები“ გაერთიანდნენ. 

„ერთი არის ახალი, ახალგაზრდული ფრთა, სადაც არის ვაშაძე, კუბლაშვილი და ასე შემდგომ და იქვე შევიდა ბურჭულაძე და მეორე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ეს ახალი ფრთაა, სადაც სააკაშვილმა ნაღები ძალები გააერთიანა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლო წლებში ახალგაზრდებზე აკეთებდა აქცენტს და მისი ფავორიტია ვაშაძე. ბურჭულაძის განცხადებებიც გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა „ნაციონალურ მოძრაობისას“. მიშა მაჭავარიანი და მის ძმა ულაგებდნენ მთელ სტრუქტურას და დღესაც ვნახეთ, როგორი გაერთიანება მოხდა,“ – აღნიშნავს ივანიშვილი.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

April 2017
M T W T F S S
« Mar    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930