ამბები

ვინ მოხვდა აფხაზების 26-კაციან „შავ სიაში”

by | Jul 15, 2018

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” საპასუხოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „ხიშბა-სიგუას სია“ სია შეადგინეს, რომელშიც 26 ადამიანია შეყვანილი, მათ შორს არიან მებრძოლები, რომლებიც „ტერორისტებად“ არიან მოხსენიებულები და ყოფილი მაღალჩინოსნები.

დოკუმენტი 1992-93 წლების ომში მონაწილე აფხაზების ორგანიზაცია „აარუამ“ შექმნა და ადგილობრივ მედიაში გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტსა და ე.წ. მთავრობას მოუწოდებს ეს „შავ სია“ მიიღოს, როგორც საპასუხო ზომა.

ავტორების მიმართვაში ნათქვამია, რომ შავ სიას „ხიშბა-სიგუას სია” უნდა ეწოდოს იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც „საქართველოს სპეცსამსახურების დაკვეთით გაიტაცეს და მოკლეს”.

ომის ვეტერანთა ორგანიზაციის მტკიცებით, სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც „სამხედრო დანაშაულში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ“ და მათი ჩამონათვალი ასეთია:

  1. ახალაია ბაჩო – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
    2. ახალაია სოსო – აფხაზეთის პოლიციის ყოფილი უფროსი
    3. ბათიაშვილი ირაკლი – საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი
    4. ბიგვავა სლავიკი – პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმების“ ლიდერი
    5. ბულისკერია ავთანდილი – პარტიზანული ჯგუფის წევრი
    6. გამისონია რობერტი – პარტიზანული ჯგუფის წევრი
    7. გოგავა ზაზა – ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი
    8. გოლანძია ბეჟანი – საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
    9. ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
    10. კაკულია ზაზა – საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
    11. ქარდავა მეგისი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი
    12. ყარყარაშვილი გიორგი – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
    13. კეზერაშვილი დავითი – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
    14. თენგიზ კიტოვანი – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
    15. მამუკა ყურაშვილი – ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო კონტიგენტის ოპერაციების ხელმძღვანელი
    16. ლაკაევი იუსუფი – სოხუმში რუსი დიპლომატის და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული
    17. მერაბიშვილი ვანო – საქართველოს შს ყოფილი მინისტრი
    18. ნიორაშვილი დავითი – ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე. 2008 წლის ომისთვის დაჯილდოებულია „წმინდა გიორგის“ უმაღლესი ორდენით
    19. ფონიავა ემზარი – პარტიზანული ჯგუფის წევრი
    20. სააკაშვილი მიხეილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
    21. სამუშია ალიკი – პარტიზანული ჯგუფის წევრი
    22. თოფურია ბესიკი – საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
    23. ხარჩილავა ომარი – პარტიზანული ჯგუფის წევრი
    24. ჩანგელია მანუჩარი – საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი
    25. შამათავა რომანი – საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი
    26. შენგელია დავითი – „ტყის ძმების“ ლიდერი.

„არუუა“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ამ სიის უახლოეს მომავალში განხილვას სთხოვს და პროექტს ქართული მხარის ქმედებებზე იძულებით პასუხს უწოდებს.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია 26 ივნისს გამოქვეყნდა, „შავ სიაში“ 33 ადამიანი მოხვდა. ამ ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი 27 ივნისს გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის ქმედებას დესტრუქციული უწოდა. თბილისის საპასუხოდ საკუთარი „შავი სიის“ შექმნით დაიმუქრა ოკუპირებული ცხინვალიც.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031