ამბები, უმცირესობები

“ეთნიკური აზერბაიჯანელები ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ”

by | Jul 6, 2018

 

„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ყოველთვის ხმას აძლევენ სახელისუფლებო პარტიას, რაც კარგი არ არის. ისინი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. პასიურები არიან თავიანთი უფლებების დაცვის დროსაც,“ – ამბობს პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვი.

„თუ გადავხედავთ ბოლო დროს საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებს, ვნახავთ, რომ ამ აქციებში ეთნიკური აზერბაიჯანელები თითქმის არ მონაწილეობდნენ. ისინი გულგრილები არიან როგორც ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების, ისე აქ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების და თავიანთი პრობლემების მიმართაც კი. მაშინაც კი, როცა რაიმე პრობლემა აქვთ, ცდილობენ პროტესტი არ გამოხატონ. სწორედ ამის გამოა, რომ მათი პრობლემები კი არ მცირდება, პირიქით იზრდება,“ – აცხადებს სულეიმანოვი.

22 წლის იმრან სულეიმანოვი, რომელიც დამოუკიდებული ჟურნალისტია, ამბობს, რომ ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური აზერბაიჯანელების ნაკლებ ჩართულობას ქართული ენის უცოდინრობა იწვევს: „როგორც ჟურნალისტი, ვაკვირდებოდი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები არ მონაწილეობდნენ. მიმაჩნია, რომ როცა ქვეყანაში უსამართლობა ხდება, პროტესტი ყველამ უნდა გამოხატოს. ეთნიკური აზერბაიჯანელები უფრო აქტიურები იქნებოდნენ, ქართული ენა რომ იცოდნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ევროპული საქართველო” თავმჯდომარე აკმამედ იმამკულიევი კი ეთნიკური აზერბაიჯანელების ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„დღემდე ეთნიკური აზერბაიჯანელები პოლიტიკიდან შორს იყვნენ, ან სხვების პოლიტიკურ ინტერესებს ატარებდნენ. ეს მათ ცხოვრებასა და ყოფაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეთნიკური აზერბაიჯანელებით და ქართველებით დასახლებულ სოფლებს და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას თუ შეადარებთ, ნახავთ, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა.”

იმამკულიევს მიაჩნია, რომ ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა მათივე  კეთილდღეობისთვის აუცილებლად უნდა ისწავლონ სახელმწიფო ენა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციაც მოახდინონ.

„როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ პარტიებში ეთნიკური აზერბაიჯანელები ნაკლებად არიან წარმოდგენილები. მართალია, ჩვენ  – აზერბაიჯანელები პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის პასიურები ვიყავით, მაგრამ ახლა არიან ისეთი ახალგაზრდები, რომელთაც ინტეგრაცია სურთ, მაგრამ ბარიერებს აწყდებიან. ბოლო დროს ბევრმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება, მაგრამ მათ მხარდაჭერა არ აქვთ. ამის გამო, ისინი პოლიტიკისადმი ინტერესს კარგავენ,“ – ამბობს სახალხო მოძრაობა “ღირსების” ლიდერი ალიბალა ასგაროვი და დასძენს, რომ მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან განათლებული და ქართული ენის მცოდნე თაობა მოდის.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იზაბელა ოსიპოვა მიიჩნევს, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური აზერბაიჯანელების როლი ნელა, მაგრამ იზრდება: „ეთნიკურ აზერბაიჯანელებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ქართული ენაც კარგად იციან და პროფესიონალებიც არიან. მათი როლი უკვე იგრძნობა. ისინი აქტიურებიც არიან და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა არასამთავრობო სექტორში. ისინი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაშიც აქტიურად მონაწილეობენ. მაგრამ, საქართველოში არსებული  პოლიტიკური პარტიები ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობისთვის ჯერ მზად არ არიან.“

საქართველოს პარლამენტში ამჟამად მხოლოდ 4 ეთნიკური აზერბაიჯანელი დეპუტატია.

ხაიალ აზიზოვი

სტატია მომზადებულიათბილისის ადამიანის უფლებათა სახლისპროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვისფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2018
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031