ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ევროკავშირი საქართველოს ისლამოფობიისა და ჰომოფობიის გამო აკრიტიკებს

by | Mar 28, 2014
priests-removing-police-cordon-2013-05-17

სასულიერო პირები 2013 წლის 17 მაისის აქციაზე პოლიციის მიერ დადგმულ ბარიერებს იღებენ. („ინტერპრესნიუსის“ ფოტო.)

ევროკავშირი საქართველოს 2013 წელს გამოხატვის თავისუფლების არასაკმარისი დაცვისა და ჰომოფობიისა და ისლამოფობიის ძალადობრივი გამოვლინებების აღკვეთის უუნარობის გამო აკრიტიკებს.

„ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში ევროკომისიამ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ იმ ნაწილში, რომელიც გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება, აღნიშნულია, რომ ამ მხრივ ქვეყანაში არასაკმარისი პროგრესი შეინიშნებოდა.

ავტორები მიუთითებენ ინციდენტზე, რომელიც 2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქ ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის წაკითხვას გეგმავდა, თუმცა ეს გამოსვლა მის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

„ხელისუფლებამ სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის ჩაშლის აღკვეთა ვერ მოახერხა,“ წერია ანგარიშში.

იქ ასევე საუბარია 17 მაისის ხმაურიან მოვლენებზეც.

„პოლიციამ ვერ შეძლო კონტრაქციის 30 000 მოძალადე წარმომადგენლის მიერ 50-მდე მშვიდობიან ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ტრანსსექსუალი) აქტივისტზე თავდასხმის აღკვეთა.“

რამდენიმე ათეულ ლგბტ აქტივისტს სურდა, აღენიშნა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. აქცია რამდენიმე კვირით ადრე დაანონსდა, რამაც უბიძგა ათიათასობით ადამიანს, მართლმადიდებელი სასულიერო პირების მეთაურობით, ფიზიკურად ჩაეშალათ აქცია.

ამ დღის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუჩებში თავს ესხმოდნენ ადამიანებს, რომლებსაც გარეგნული იერისა თუ ჩაცმულობის გამო სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებად აღიქვამდნენ.

ევროკომისიის ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობაც იმის გამო, რომ ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები სათანადოდ არ დაისაჯნენ.

„ის, რომ პროკურატურამ და სასამართლომ თავდამსხმელები არ მისცა პასუხისგებაში, აჩენს კითხვებს დაუსჯელობის შესახებ,“ წერია ანგარიშში.

დოკუმენტი ასევე აღწერს პრობლემებს და შემთხვევებს, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს შეეხებათ. 2013 წელს იყო რიგი შემთხვევებისა, როდესაც ქრისტიან მოსახლეთა ჯგუფებმა არ მისცეს მუსლიმ მოსახლეობას უფლება, თავისუფლად ელოცათ.

ასევე იყო კონფლიქტი ჭელას მეჩეთზე მინარეთის დემონტაჟის დროს სამხრეთ საქართველოში.

„სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები რომ აერიდებინა ისლამოფობიის და ჰომოფობიის ძალადობრივი გამოვლინებები,“ წერია ანგარიშში.

ნახეთ ანგარიშის სრული ინგლისური ვერსია: http://eeas.europa.eu/enp/pdf/2014/country-reports/georgia_en.pdf

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031