News-ka-old, ამბები, უმცირესობები

დისკუსია: უმცირესობები და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა

by | Mar 20, 2014
Rusiko_Machaidze_-_Zaur_Khalilov_-_Levan_Vepkhvadze_2014-04-17_Crop

ჟურნალისტი რუსიკო მაჩაიძე, ზაურ ხალილოვი „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდიდან“ და ლევან ვეფხვაძე ქდმ-დან. (DF Watch.)

DFwatch-ის ორგანიზებით 14 მარტს ჩატარდა დისკუსია წინასაარჩევნო პროცესში ეროვნული უმცირესობების პრობლემებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და უმცირესობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები.

კონსერვატული მიმართულების ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რაც ეროვნულ უმცირესობებებისთვის დაბრკოლების შემქმნელია და განიხილეს ის საკითხები, რაც უმცირესობებს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ლევან ვეფხვაძე, პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი (მარჯვნიდან პირველი) და

ზაურ ხალილოვი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი (შუაში).

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა დისკუსიის განმავლობაში რამდენიმე პრობლემაზე ისაუბრა, რაც ეროვნულ უმცირესობებს ხელს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში უშლის ხელს და, ზოგადად, მათი სამოქალაქო აქტიურობის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. განსაკუთრებული აქცენტი უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უმცირესობებში სახელმწიფო ენის შესწავლის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლების ძალისხმევა ამ მხრივ საკმარისი არ არის.

ქდმ-ის ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ კი იმაზე ისაუბრა, რომ ამ პრობლემას ადგილობრვი თვითმმართველობის რეფორმაც ემატება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ, რეფორმის მიუხედავად, ქვეყანა რეალურ თვითმმართველიბაზე ვერ გადადის, რადგან ადგილობრივი ფინანსების საკითხი ისევ გაურკვეველი რჩება, და შიშობს, რომ ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს საკითხი თვითმმართველობის დონეზე ყველას შეეხება, მაგრამ ვეფხვაძე შიშობს, რომ ეთნიკური უმცირესობებში ეს განსაკუთრებით პრობლემატური იქნება.

გარდა ამისა, ვეფხვაძე ის აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილი ტერიტორიისთვის ადმინისტრაციული ერთეულის განსაზღვრის საკითხი სხვადასხვა ეთნიკურ დასახლებებს შორის შეიძლება კონფლიქტის საგანი გახდეს.

საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა. ახალდამატებული 7 ქალაქი აქამდე ადმინისტრაციულ ცენტრებს წარმოადგენდა. მათთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქების დაქვემდებარებაში არსებული სოფლები, ადმინისტრაციული ერთეულის გარეშე რჩება. ხელისუფლებას კი ჯერ დადგენილი არა აქვს, ამ ტერიტორიისთვის ახალი ადმინისტრაციული ერთეულები რა პრინციპით უნდა შეირჩეს.

დისკუსიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ პრობლემის განხილვას დაეთმო, რაც დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით, შესაძლოა, პრაქტიკაში საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდეს.

დისკუსიის შემოკლებული ვარიანტი მასალაში მოცემულია ინგლისურ ენაზე ტიტრებით: http://youtu.be/ScGshXMSXcQ



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930