ამბები

დენის ტარიფის გაზრდას მარეგულირებელი „რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს”

by | Dec 21, 2016

GWP_workers_floodენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ტარიფებთან დაკავშირებით მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მილორავამ პარლამენტში სამშაბათს ისაუბრა.  

„ყველა მომდევნო დღე ამ კვირაში და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა, იმიტომ რომ ჩვენ, ვიდრე სამომხმარებლო ტარიფებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტორსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს „სახელმწიფო ელექტროსისტემის” ნაწილში, ასევე ზრდა არის „ენერგოტრანსის” ნაწილში. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც „სახელმწიფო ელექტროსისტემას” აქვს. ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება”, – განაცხადა ირინა მილორავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სამომხმარებლო ტარიფების ზრდას, სემეკ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ამას, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს”.

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2017
M T W T F S S
« Apr    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31