ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

დემონსტრაცია მინარეთის წინააღმდეგ ქართულ სოფელში

by | Nov 29, 2013
minaret_chela_04

მართლმადიდებელი აქტივისტები ჭელაში მინარეთის აგების წინააღმდეგ აქციას მართავენ. (“სამხრეთის კარიბჭის” ფოტო.)

მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და რადიკალური რელიგიური ჯგუფის წევრებმა სოფელ ჭელაში 27 ნოემბრის ღამით მინარეთის აღდგენა გააპროტესტეს.

დღემ ინციდენტის გარეშე ჩაიარა და აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მონაწილეები გეგმავენ ეროვნული რეფერენდუმი მოაწყონ და გადაწყვიტონ, სწორი იყო თუ არა ჭელაში მინარეთის დაბრუნება.

აქცია ორგანიზებული იყო ახლომდებარე ეკლესიების მღვდლების მიერ და მასში ასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რადიკალური რელიგიური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ჰელოუინის დაშლის მცდელობითა და ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ გამართული აქციებით არის ცნობილი, ჭელაში თბილისიდან ჩავიდა, რათა აქციას შეერთებოდა.

დემონსტრაციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივებს სასულიერო პირებმა ურჩიეს, პრობლემების ასაცილებლად აქციაში არ ჩართულიყვნენ და მათაც ეს რჩევა გაითვალისწინეს.

აქცია ხუთშაბათს, გვიან საღამოს დასრულდა. მთელი დღის მანძილზე პოლიცია შეკრების ადგილს აკონტროლებდა, ხოლო მუსლიმები მეჩეთში იყვნენ. ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ისინი ეზოში არ გამოსულან.

Sknews.ge წერს, რომ პატარა სოფელში, სადაც 55-მდე მეტი ოჯახი ცხოვრობს, 500-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული.

ბერდია ქაფიანიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივ გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, რომ აქცია დასრულდა. დემონსტრანტებმა მეჩეთთან მართლმადიდებლური ლოცვა წაიკითხეს და ახლა გეგმავენ ბრძოლას კანონის ჩარჩოებში გაგრძელებას, მას შემდეგ, რაც რეფერენდუმისთვის მოსამზადებლად კონსულტაციას ადვოკატთან გაივლიან.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

October 2017
M T W T F S S
« Sep    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031