ამბები

დაჭრილ პოლიციელს ტომოგრაფიამ თავში საფანტის 9 ტყვია უპოვა

by | Aug 11, 2015

კახეთში, ზემო ალვანში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმედ რჩება. კახეთის საინფორმაციო ცენტრი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიით პოლიციელის თავში საფანტის 9 ტყვია აღმოაჩინეს.

თელავიდან პოლიციელი, რომელიც ოჯახურმა მოძალადემ დაჭრა, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს.

შსსს ცნობით, ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება სოფელ ზემო ალვანში ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა ელიზბარ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა.

ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების ჯგუფი მივიდა, რომელმაც თავდამსხმაში ეჭვმიტანილი დააკავა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკის 19-109- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით).

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930